ჩხოროწყუში მცხოვრებ დევნილებს მინისტრის მოადგილეები და ადგილობრივი ხელისუფლება შეხვდა (ვიდეო)

0

11171641_963769260301466_375962797_oსაქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის მოადგილეები, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორის პირველი მოადგილე, ჩხოროწყუს გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე ჩხოროწყუში მცხოვრებ დევნილ ოჯახებს შეხვდნენ და გრძელვადიანი განსახლების მიმართულებით სამინისტროში მოქმედ პროექტებზე ინფორმაცია მიაწოდეს.

მინისტრის მოადგილეებმა ისაუბრეს სოფლად სახლის,  მენაშენეებისაგან ბინების გამოსყიდვის, იპოთეკური სესხის დაფარვისა და მართლზომიერ მფლობელობაში არსებული საცხოვრებელი ფართების დაკანონების პროექტებზე.  სოფლად სახლის პროექტის ფარგლებში, ჩხოროწყუში სამინისტრომ 4 დევნილი ოჯახისათვის კერძო სახლი უკვე შეისყიდა.  შოთა რეხვიაშვილი და მამუკა ცოტნიაშვილი ადგილზე გაეცნენ დევნილთა საცხოვრებელ პიროებებს, მოისმინეს მათი პრობლემები და საჭიროებები.

მინისტრის მოადგილეებმა ასევე მოინახულეს დევნილთა უფასო გამოკლვევების პროცესი, რომელიც სამინისტროსთან გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, კლინიკების „გორმედისა“ და „სენამედის“  ექიმებმა ჩაატარეს.

გამოკვლევები ჩხოროწყუს რაიონულ საავადმყოფოში ჩატარდა. დევნილებს  მოემსახურნენ:  ტრამვატოლოგი, ქირურგი, ოფთალმოლოგი, ოტორინოლარინგოლოგი,  ენდოკრინოლოგი, თერაპევტი, კარდიოლოგი, პედიატრი  და გინეკოლოგი.  მაღალტექნოლოგიური კვლევების საჭიროებისას  კლინიკებმა უზრუნველყვეს პაციენტების ტრანსპორტირება კლინიკაში და დიაგნოსტიკა.