ჩხოროწყუში ყოფილი პედაგოგები და სკოლის დირექტორები რესურცენტრის უფროსის გადადგომას ითხოვენ

0

1488619_859812870703138_324282716_n-636x395ჩხოროწყუს საჯარო სკოლების ყოფილი დირექტორები და პედაგოგები რაიონის საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსის ლია ჯალაღონიას გადადგომას ითხოვენ. ამ მოთხოვნით მათ დღეს უწყების წინ აქციაც გამართეს.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ჯალაღონია წლების განმავლობაში არაობიექტურ გადაწყვეტილებებს იღებდა. ერეოდა დირექტორების გათავისუფლების საკითხში და ხელს უწყობდა სკოლების ოპტიმიზაციის ფარგლებში, სოფლებში ისეთი სკოლების დახურვას, რომელთა მუშაობა აუცილებელი იყო რაიონისთვის.

პედაგოგები აცხადებენ,რომ 15 ოქტომბრიდან ისინი პერმანენტულად გამართავენ აქციებს და ლია ჯალაღონიას სამუშაო კაბინეტში შესვლის უფლებას არ მისცემენ.

ჩხოროწყუს საგანმანათლებლო რესურცენტრის უფროსს ლია ჯალაღონიას ტელეფონი ამ დრომდე გამორთული აქვს.

სხვა ახალი ამბები: