ჩხოროწყუში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა “დღის ცენტრი” გაიხსნა

0

plindusebiჩხოროწყუს რაიონში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დღის ცენტრი გაიხსნა, რომელიც 6-დან 18 წლამდე მოზარდებისთვის არის გათვალისწინებული. პროექტი განახორციელა ჩხოროწყუს ინვალიდთა ასოციაცია “იმედი-3”-მა.

დღის ცენტრის გახსნას ესწრებოდნენ ქველმოქმედი, არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის და განვითარების ცენტრის “მომავლის კავკასიის” ხელმძღვანელი ირაკლი ნიშნიანიძე, არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალები მშვიდობისა და სამართლიანობისთვის” ლიდერი ინგა ქარდავა. არასამთავრობო ორგანიზაციებმა ცენტრის  წევრებს ფასიანი საჩუქრები გადასცეს.

დღის ცენტრის დაფუძნებაში დიდი წვლილი შეიტანა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის გამგებელმა დავით გოგუამ, ასევე “ქართული ოცნების” ჩხოროწყუს რაიონულმა ორგანიზაციამ.

ჩხოროწყუს რაიონის დღის ცენტრს დიდი დახმარება გაუწია “Internationaler Hiltsfonds”-მა, რომლის წარმომადგენელიც საქართველოში ნოდარ ნადირაშვილია. ცენრის დაფუძნებაში თავისი წვლილი შეიტანა ასევე საზოგადოებრივი მონიტორინგისა და საზოგადოების ინტერესთა დაცვის ლიგამ “ოდაბადე”

სხვა ახალი ამბები: