სოფელ ცაიშში 6 ივნისს “იონაობას” აღნიშნავენ

0

ionaoba6 ივნისს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ცაიშში იონაობას აღნიშნავენ. სწორედ ამ დღეს ქართველი მწერლის,პატრიოტისა და საზოგადო მოღვაწის იონა მეუნარგიას დაბადებიდან 163 წლისთავი სრულდება. იონა მეუნარგია 1852 წელს   დეკანოზ მიხეილ მეუნარგიასა და სუსანა გაწერელიას ოჯახში დაბადებულა. მისი პიროვნება ხასიათდებოდა თავისუფლებისა და სამშობლოსადმი უდიდესი სიყვარულის მატარებელ მებრძოლად. გამოჩენილი ქართველი მოღვაწის შემოქმედებიდან განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს წერილები – “ნანახი და განაგონი ილიას ცხოვრებიდან”, “ცხოვრება და ღვაწლი გრიგოლ ორბელიანისა” და სხვა პუბლიცისტური წერილები.

საღამო სოფელ ცაიშში იონა მეუნარგიას სახლ-მუზეუმში გაიმართება. სამეგრელოს უდიდეს შემოქმედს მისსავე სოფელში კიდევ ერთხელ დიდი პატივით გაიხსენებენ და მის შემოქმედებას ფართო საზოგადოებას გააცნობენ.

“იონაობაზე”  მოწვეული არიან  სტუმრები საქართველოს მაშტაბით. ახალგაზრდა პოეტები, მწერლები და მომღერლები დამსწრე საზოგადოების წინაშე თავიანთი შემოქმედებითაც წარსდგებიან.

“ეს დღესასწაული წლებია მივიწყებულია. არადა მას ყოველწლიურად აღნიშნავდნენ სოფელ ცაიშში. იქაური მცხოვრებლებისთვის “იონაობა” იყო დიდი დღესასწაული. ამ კულტურულ ღონისძიებაში ჩართული იყო თითქმის მთლიანად რეგიონის შემოქმედი ადამიანები. ჩამოდიოდნენ თბილისიდან ცნობილი სახეები და ასე შემდეგ. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეს დღესასწაული კვლავ დავუბრუნოთ ცაიშს და არამხოლოდ ცაიშს. ამისთვის განსაკუთრებულად ვემზადებით”-აცხადებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი ედიშერ თოლორაია.

სხვა ახალი ამბები: