ცესკომ განცხადებების მიღება დაასრულა: საქართველოს პრეზიდენტობა 54 პირს სურს

0

ceskoცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირების მიზნით წარმოდგენილი განცხადებების მიღება დღეს 18:00 საათზე დასრულდა.

როგორც ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ცესკოს სულ 54-მა მსურველმა მომართა; აქედან 12 პოლიტიკური პარტიაა და 42 საინიციატივო ჯგუფი. მოცემული დროისთვის 6 საინიციატივო ჯგუფს უარი ეთქვა რეგისტრაციაზე.

ოფიციალურად რეგისტრირებულია 5 პრეზიდენტობის კანდიდატი:

მიხეილ-გელა სალუაშვილი

შალვა ნათელაშვილი

ნესტან კირთაძე

გიორგი მარგველაშვილი

გიორგი ლილუაშვილი

„შეგახსენებთ, რომ საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად, რეგისტრაციის გავლის მიზნით ყველა კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს არანაკლებ 26,530 მხარდამჭერის ხელმოწერა (ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 0,75%). 17 სექტემბერს მხარდამჭერთა ხელმოწერების წარდგენის ვადა იწურება. კანდიდატთა რეგისტრაციის პროცესი კი 27 სექტემბერს დასრულდება“,–აღნიშნულია განცხადებაში.

სხვა ახალი ამბები: