ცესკო მარტვილში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

0

cesko gancxadebaსაქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ახალქალაქსა და მარტვილში გუშინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“18 ივნისს, №65-ე მარტვილის საოლქო საარჩევნო კომისიაში სხდომის მიმდინარეობისას, რომლებზეც საჩივრები განიხილებოდა, შეიჭრნენ საარჩევნო სუბიექტის – “არასაპარლამენტო ოპოზიციის” წარმომადგენლები, ხელი შეუშალეს კომისიის საქმიანობას და მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა კომისიის წევრებს. სიტუაციის განმუხტვის მიზნით აუცილებელი გახდა საპატრულო პოლიციის გამოძახება.

დაუშვებელია საარჩევნო სუბიექტების მხრიდან საარჩევნო ადმინისტრაციასა და მის გადაწყვეტილებებზე ძალადობრივი ფორმით ზეგავლენის მოხდენა; ცესკო კიდევ ერთხელ მოუწოდებს საარჩევნო სუბიექტებს, თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებებისგან და არ გასცდნენ მათთვის კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებებს”, – ნათქვამია ცესკოს განცხადებაში.

სხვა ახალი ამბები: