”ცესკო”-ს თავმჯდომარეს ”ქართული ოცნების” წევრები აირჩევენ

0

აზარასჰვილიცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერის ეკა აზარაშვილის ინფორმაციით, ”ზურაბ ხარატიშვილი ცსკ-ის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების მიზეზებს 15 აგვისტოს განმარტავს”. ამის შესახებ აზარაშვილმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

”ამ ეტაპზე მიზეზებზე ვერ ვისაუბებ. როგორც ჩემთვის ცნობილია, 15 აგვისტოს ბატონი ზურაბი თავად აპირებს, რომ გააკეთოს განცხადება და ის ასევე გააკეთებს განმარტებებს, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. მე როგორც ცსკ-ის სპიკერი, ამ შემთხვევაში მის პირად გეგმებთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებ. რაც შეეხება შემდგომ სამართლებრივ პროცედურებს — ცსკ-ის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეწყვეტიდან არა უგვიანეს 15 დღისა, პრეზიდენტი სამოქალაქო სექტორთან კონსულტაციის შემდეგ, თავმჯდომარის თანამდებობაზე ცსკ-ის სამ კანდიდატურას წარუდგენს. თავმჯდომარეს ირჩევენ ცსკ-ში პარტიების მიერ დანიშნული, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კოალიცია «ქართული ოცნების» წევრები 5 დღის ვადაში. თუ აღნიშნული წესით გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული, მაშინ იმავე კანდიდატურებისგან თავმჯდომარეს ირჩევს საქართველოს პარლამენტი 7 დღის ვადაში”-განაცხადა აზარაშვილმა.

სხვა ახალი ამბები: