ციკლონის გააქტიურება საღამოს საათებშია მოსალოდნელი

0

cikloniდასავლეთ საქართველოში ციკლონი  გვიან ღამით, სავარაუდოდ, 22:00 სთ–სთვის გააქტიურდება. გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრი ოფიციალურ განცხადებას აკეთებს.

ცენტრის წარმომადგენლის სვეტლანა ნიორაძის განმარტებით, ციკლონი ბალტიისპირეთიდან მოდის და საქართველო მისი ეპიცენტრი არ იქნება, თუმცა დღის განმავლობაში ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე, განსაკუთრებით კი დასავლეთ საქართველოში ცივი და ნოტიო ჰაერის მასები გავრცელდება.

მისივე ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, შესაძლებელია სეტყვაც, მდინარეებზე –წყალმოვადრნები. ამასთან, გაიზრდება მეწყრებისა და ღვარცოფების საშიშროება.

რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოს, რეგიონში  ასევე იწვიმებს, მაღალ მთაში შესაძლოა, ძლიერადაც, ჰაერის ტემპერატურა 20-25 გრადუსი იქნება.

შავი ზღვის სანაპიროზე კი, ნიორაძის ინფორმაციით, ხვალ 18–19 გრადუსია მოსალოდნელი. სპეცილისტები გამოდარებას 6 სექტემბრიდან ელიან.

ამ დროისთვის ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე, მათ შორის შავი ზღვის სანაპიროზე მოღრუბლული ამინდია. სამეგრელოში სამაშველო სამსახურის თანამშრომლები საგანგებო რეჟიმზე არიან გადასული. მათ ძირიტდად დაკავებული აქვთ შავი ზღვის სანაპიროს ტერიტორიები და ის რაიონები, რომლებიც ბოლო პერიოდში წყალდიდობის კერად იქცა.

სხვა ახალი ამბები: