ცინდელიანის ოჯახის წევრები “სვანური კანონებით” იმუქრებიან

0

cindelianiiდავით ცინდელიანის ოჯახის წევრები, რომან შამათავასთან ერთად იმ ადამიანების დასჯასაც ითხოვენ, რომლებმაც ცინდელიანის მკვლელობა დაუკვეთეს.

როგორც ცინდელიანის ოჯახის წევრები ჟურნალისტებთან აცხადებენ, თუკი მათი ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, მაშინ უკვე სვანური კანონებით და სვანური ტრადიციით გაუსწორდებიან მკვლელობის დამკვეთებს.
ოჯახის წევრები, ასევე, მოითხოვენ იმ ადამიანების დასჯასაც, რომლებმაც დავით ცინდელიანი დააკავეს და შემდეგ გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

ცინდელიანის ნათესავები აცხადებენ, რომ დავით ცინდელიანი არ იყო მოღალატე და მათთვის ყველაზე უფრო მეტად შეურაცხმყოფელია, თითქოს ღალატის გამო დააკავეს და მოკლეს.

სატყეო დეპარტამენტის მეტყევე-რეინჯერის, დავით ცინდელიანის მკვლელობის საქმის გახსნის შესახებ საქართველოს შს სამინისტრომ განცხადება დღეს გააკეთა. ამ საქმეზე, განზრახ მკვლელობის და წამების მუხლებით, აფხაზეთის კუდ-ის ყოფილ უფროსს, რომან შამათავას ბრალი დაუმძიმა.

სხვა ახალი ამბები: