“ცოტნე დადიანი დარბაზის” წევრებმა დვანში საქართველოს მცოცავი ოკუპაცია გააპროტესტეს

0

1371285_219001631594839_835828567_n6 ოქტომბერს, ცოტნე დადიანის დარბაზის თავმჯდომარის რეზი დავითულიანის ინიციატივით, დარბაზის წარმომადგენლები ჩავიდნენ დვანში, სადაც ქართველ ახალგაზრდებთან ერთად საქართველოს ოკუპაცია გააპროტესტეს. დვანში საქართველოს სხვადახვა უნივერსიტეტების სტუდენტები, ახალგაზრდული ორგანიზაციები და რიგითი მოქალაქეები იმყოფებოდნენ. დიცი და დვანი საქართველოა!

„არაერთხელ გვითქვამს, რომ ცოტნე დადიანი საქართველოს ერთიანობის, ქართველთა ერთსულოვნების, ქართულ კუთხეთა ურთიერთთანადგომის სიმბოლოა! ჩვენ ვგმობთ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და ვუერთდებით ქართველ ახალგაზრდებს, საქართველოს! ჩვენი ქვეყნის ერთიანობა, სუვერენიტეტი, განვითარება ჩვენთვის უზენაესია“ -აცხადებს “ცოტნე დადიანის დარბაზის” თავმჯდომარე რეზი დავითულიანი.

სხვა ახალი ამბები: