ცოცხალი ბიბლიოთეკა-სახეები ზუგდიდში

0

biblioteka7 ნოემბერს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის ორგანიზებით ბულვარის მიმდებარე ტერიტორიაზე ღონისძიება ,,ცოცხალი ბიბლიოთეკა-სახეები” ჩატარდა. ეს პროექტი მეორედ განხორციელდა ზუგდიდში.
წიგნების ნაცვლად წარმოდგენილნი იყვნენ ადამიანები, ანუ ცოცხალი წიგნები. მათთან მისული მკითხველები სასურველ წიგნს არჩევდნენ და გარკვეული დროის მანძილზე საუბრობდნენ ,,ცოცხალ წიგნთან”. წიგნების მაგივრობა იმ ადამიანებმა გასწიეს, რომელთა ცხოვრება, საქმიანობა საინტერესო და გარკვეულწილად ინოვაციურია. წელს ცოცხალი წიგნების როლი უცხოელმა მოხალისემ, მოძღვარმა, პანტომიმის თეატრის მსახიობმა, მრავალშვილიანმა დედამ, ცოთნე დადიანის დარბაზის წევრებმა, და უცხოელმა კოორდინატორმა შეასრულეს.
,,ცოცხალი ბიბლიოთეკა-სახეები” სამ საათს გრძელდებოდა.

სხვა ახალი ამბები: