ცრუ განგაში საქართველოს პარლამენტში

0

430140_476789359063071_1795025353_nქუთაისში, საქართველოს პარლამენტში ბომბის არსებობის შესახებ შეტყობინება რამდენიმე წუთის წინ შევიდა.

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა პლენარული სესიის დასრულებისას განაცხადა, რომ „პარლამენტში ცხადდება განგაში იმის თაობაზე, რომ ბომბია. გამოცხადა ევაკუცია და შენობა უნდა დავტოვოთ,“ – განაცხადა უსუფაშვილმა.

საქართველოს პარლამენტში ბომბის შესახებ შეტყობინება დაახლოებით ერთი თვის წინ შევიდა, თუმცა მაშინ ფაქტი არ დადასტურდა. შეტყობინების ავტორი შსს-მ დააკავა.

პარლამენტის შენობასთან ამ წუთებში იმერეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომლები იმყოფებიან.

სხვა ახალი ამბები: