“ძალადობა ქალებზე” – გაეროს ქალთა ფონდის ღონისზიებები ზუგდიდში

0

197027_187575994620105_187256237985414_518798_6186402_nდღეს ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის სცენაზე კოტე მარჯანიშვილის სახელობის თბილისის დრამატული თეატრის მსახიობები გამართავენ ერთმოქმედებიან სპექტაკლს სახელწოდებით “სიზმარი”. სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია ნინო მაღლაკელიძე, რომელიც მწერალ ზურაბ პაპიაშვილის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით დადგა. სპექტაკლი აგებულია ქალთა ძადობის თემაზე, რომელშიც ასახულია თანამედროვე რეალობა. ღონისძიება დაფინანსებულია გაეროს ქალთა ფონდის მიერ და ქალთა საერთაშორისო დღეს ეძღვნება.

სპექტაკლი ზუგდიდის დრამატულ თეატრში დაგეგმილია 19:00 საათზე , თუმცა მანამდე 18:00 საათზე თეატრის ფოიეში გაიმართება ფოტოგამოფენა თემაზე “ძალადობა ქალებზე”. ღონისზიებების ორგანიზატორი და დამფინანსებელია გაეროს ქალთა ფონდი.

სხვა ახალი ამბები: