ბუნებრივი რესურსების სააგენტომ ანაკლიაში მეთევზეები დააკავა

0

metevzeebiზუგდიდის რაიონის სოფელ ანაკლიაში ბრაკონიერობის ბრალდებით ორი პიროვნება დააკავა და დააჯარიმა, რომლებიც თვლიან, რომ მათი დაჯარიმება სრულიად უკანონოდ მოხდა. დაჯარიმებული ადგილობრივი მაცხოვრებლები კვაშილავა და ქაძანაია დღეს სამეგრელო-ზემო სვანეთის გარემოს დაცვის ინსპექციაში გამოცხადდნენ, თუმცა საჯარი მოთანხა 500 ლარის ოდენობით სამწუხაროდ არ გააჩნიათ. საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სთან საუბარში ისინი აცხადებენ, რომ არაკანონიერი არაფერი ჩაუდენიათ, რადგან არც წითელ წიგნში შეტანილი თევზის სახეობა დაუჭერიათ და არც სეზონური აკრძალვები დაურღვევიათ.

“არ ვიცი რა პრინციპით დაგვაჯარიმეს. სამი წელია ვიცავთ ყველანაირ კანონს თევზჭერასთან დაკავშირებით და ამ მხრივ არცერთხელ არ გვქონია პრობლემები. მართლა გაუგებარია რის გამო დაგვაჯარიმეს. ნამდვილად არ გვაქვს 500 ლარი რომ გადავიხადოთ. 5ოო ლარი რომ მქონოდა თევზს კი არ დავიჭერდით, წავიდოდით და ზუგდიდის ბაზრიდან დატვირთული მოვიდოდით ჩვენს შვილებთან, რომლებსაც მართლა შიათ დღეს. სამი წელია თევზს კანონის დაცვით ვიჭერთ და ახლა დავარღვიეთ მაინცდამაინს კანონი?”-აცხადებენ ანაკლიაში დაჯარიმებული მეთევზეები.

smo.ge ბუნებრივი რესურსების სააგენტოს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსს თემურ გერგაიას დაუკავშირდა, რომელმაც ბრაკონიერების დაკავება კანონის შეცვლით ახსნა.

“არაფერი უკანონობა არავის არ ჩაუდენია. მე მათ ავუხსენი, თუ თვლით, რომ ვინმე თქვენ უკანონოდ მოგექცათ არსებობს პროკურატურა, სასამართლო და მას მიმართეთთქო.მე ვიცი, რომ მათი შემოსავლის ერთადერთი წყარო არის ეს და მე მათ ადამიანურადაც ველაპარაკე. ვანხოთ ახლა სასამართლო რა გადაწყვეტილებას გამოიტანს. ჩვენ შევალთ სასამართლოში ინიციატივით, რადგანაც ეს არის პირველი შემთხვევა, რომ შეუცვალონ გაფრთხილებით, მაგრამ ეს უკვე სასამართლოს გადასაწყვეტია. მინდა გითხრათ, რომ თავიდან არის შემოსული ისევ ის ბრძანება და კანონი, რომელიც პირველ სექტემბერს იმ ხელისუფლებამ აკრძალა. ეს კანონი ისევ ამოქმედდა 25 თებერვალს,”-აცხადებს თემურ გერგაია.

ბუნებრივი რესურსების სააგენტოს სამაგრელო-ზემო სვანეთის სამმართველოს უფროსის განცხადებით გამკაცრებული კანონის მიხედვით ფულადი ჯარიმები კიდევ უფრო გაიზრდება და დაახლოებით ათასიდან ორი ათას ლარამდე იქნება. ასეთი სანქციები ბრაკონიერობის აკრძალვას და სრულ მოსპობას ითვალისწინებს, თუმცა უბრალო მეთევზეები ჯერ ახალ კანონს არ იცნობენ.

სხვა ახალი ამბები: