დაშინებით შეთავაზებული “კოსოლექს დეიზიტი” ზუგდიდის სილამაზის სალონებში

0

11026577_760149084080225_2060545612_nალბათ ბევრს სმენია თუ რა დაავადებების წყაროა სალონებში არასტერილიზებული ინსტრუმენტების  გამოყენება. თუ გადაწყვეტთ, სილამაზის სალონს ეწვიოთ მანიკურის, პედიკურის გასაკეთებლად ან თმის შესაჭრელად, გირჩევთ კარგად დააკვირდეთ ხდება თუ არა ინსტრუმენტების სტერილიზება, რადგან არასტერილიზებული ინსტრუმენტების მოხმარების შედეგად იზრდება C და B ჰეპატიტითა და შიდსით ინფიცირების საფრთხე. ამასთან, შიდსის ვირუსი არ არის ისეთი მდგრადი, როგორიც C ჰეპატიტის ვირუსი,

აღნიშნული ვირუსის მოსასპობად აუცილებელია სტერილიზაცია 15 წუთის განმავლობაში,130 გრადუსზე ხდებოდეს, რაც სალონების უმრავლესობაში ნაკლებად არის დაცული. იმის გასარკვევად თუ რა მდგომარეობაა ამ მხრივ რეგიონებში ჩვენ ვეწვიეთ ქალაქ ზუგდიდში არსებულ რამდენიმე სილამაზის სალონს. კითხვაზე თუ რა მეთოდით ხდებოდა ინსტრუმენტების სტერილიზაცია, სალონში მომუშავე ქალბატონებმა განგვიმარტეს, რომ აქვთ ხსნარი სახელწოდებით,,კოსოლიქს დეიზიტი“რომელიც განკუთვნილია ინსტრუმენტების სტერილიზაციისთვის. აღნიშნული ხსნარი, როგორც თავად განმარტავენ, მათ მიაწოდა ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა.

სალონში მომუშავე ქალბატონებმა smo.ge-ს განუცხადეს, რომ ე.წ დისტრიბუტორებმა, რომლებმაც საკუთარი თავი ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებად გააცნეს, კატეგორიულად მოსთხოვეს შეეძინათ მათ მიერ შეთავაზებული ხსნარი, რომლის ღირებულებაც 45 ლარს შეადგენს. საგულისხმო ის არის, რომ სხვადასხვა სალონებში აღნიშნული ხსნარი სხვადასხვა ფასად შესთავაზეს. იმ შემთხვევაში თუ მათ მიერ შეთავაზებულ სპეციალურ ხსნარს არ შეიძენდნენ ჯანდაცვის სამინისტროდან მოაკითხავდნენ და დააჯარიმებნდნენ. smo.ge-ს კითხვაზე, აღნიშნულმა პირებმა წარმოადგინეს თუ არა რაიმე სახის დოკუმენტაცია, რომელიც დაადასტურებდა მათ სტატუსს,  გვიპასუხეს, რომ მსგავსი სახის დოკუმენტაცია მათთვის არავის წარუდგენია.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge ხსნარ “კოსოლექს დეიზიტის” დისტრიბუტორი კომპანიითა და მწარმოებლით დაინტერესდა. “კოსოლიოს” დისტრიბუტორი შპს “კაალიდია” , ხოლო მწარმოებელი “BODE CHEMIE HAMBURG”. საინფორმაციო სააგენტო დისტრიბუტორი ფირმას მითითებულ ნომერზე დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ მათი საქმიანობა სრულიად ლეგიტიმურია და ისინი თანამშრომლობენ არა ჯანდაცვის სამინისტროსთან, არამედ დაავადებათა კონტროლის ცენტრთან. შპს “კაალიდი”-ს წარმომადგენელმა smo.ge-ს აღნიშნული ხსნარის დისტრიბუციის დაინტერესებასთან დაკავშირებით თავად გაუჩნდა კითხვები და კვლევა-ძიება დაიწყეს იმაზე თუ რომელ მედია საშუალებას წარმოვადგენდით.

“კოსოლექს დეიზიტის” დისტრიბუტორი ფირმის კონსულტანტმა მარინა  კახიანმა smo.ge-სთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ მათ სამეგრელოში კერძო მეწარმეები ჰყავთ, ვინც ხსნარის დისტრიბუციაში ეხმარება. მან არაფერი იცის იმის შესახებ თუ როგორი ხერხებით აიძულებენ სამეგრელოში მოქმედი დისტრიბუტორები სხვადასხვა სალონის მეპატრონეებს ხსნარის შეძენას, თუმცა დაგვპირდა რომ აღნიშნულ საკითხს ხვალიდან აუცილებლად გაარკვევს. რაც შეეხება შეთავაზებულ ფასებს, ფირმის კონსულტანტისთვის ესეც უცხო აღმოჩნდა, რაც სამომავლოდ გასარკვევ საკითხთა სიაში ჩაინიშნა.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge სამეგრელოს რეგიონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელს ნანა ოდიშარიას დაუკავშირდა. ოდიშარია აღნიშნული ხსნარის გავრცელების ისტორიით ინფორმირებული არ იყო. მან განაცხადა, რომ მსგავსი სახის ხსნარების ქონა სილამაზის სალონებში აუცილებელიცაა, თუმცა შეთავაზების ფორმა მისთვის მიუღებელია.

“სალონებში უნდა ჰქონდეთ მსგავსი სახის ხსნარები, თუმცა ჯანდაცვის სამინისტროს სახელით და მითუმეტეს მუქარით არ უნდა სთავაზობდნენ ასეთი სახის ხსნარებს”-აცხადებს ნანა ოდიშარია smo.ge-სთან საუბარში.

 

 

სხვა ახალი ამბები: