ძარცვა ზუგდიდში: სამართალდამცავებმა მძარცველის ავტომანქანა აღმოაჩინეს

0

gatacebuli manqanaaამ წუთებში ზუგდიდის ცენტრალურ უბანში კრიმინალისტები მუშაობენ. სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომლებმა ზუგდიდში, გამარჯვების ქუჩაზე ის ავტომანქანა აღმოაჩინეს, რომელმაც რამდენიმე წუთის წინ მოქალაქე ნინო ბულიას მანქანის მინა ჩაამტვრია და ხელჩანთა გაიტაცა. გამტაცებელმა ავტომანქანა რამდენიმე კილომეტრის დაშორებით დატოვა და შემთხვევის ადგილიდან გაიქცა.

სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარისა და ზუგდიდის პოლიციის თანამშრომლები ამ წუთებში მუშაობენ შემთხვევის ადგილზე.