ძველიას ოჯახი ვიდეოჩანაწერებს 29 ოქტომბერს ნახავს

0

subariქუთაისის #2 საპყრობილეში გარდაცვლილი გოგა ძველიას ოჯახი ვიდეოჩანაწერებს 29 ოქტომბერს ნახავს.

ამის შესახებ სასჯელაღსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა და დასძინა, რომ ძველაიებს ჩანაწერი დღეს უნდა ენახათ, თუმცა მათივე თხოვნით 29 ოქტომბრამდე გადაიდო.

“მათი თხოვნა იყო, რომ ჩაგვერთო სახალხო დამცველი ან ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. ჩვენ ამაზეც თანხმობა ვუთხარით. თუმცა კანონს ეწინააღმდეგება მათი ეს მოთხოვნაც და ჩვენი თანხმობაც. ჩვენ თანახმანი ვართ, რადგან გვინდა, რომ ყველაფერი იყოს გამჭვირვალედ და მაქსიმალური ნდობა იყოს როგორც საზოგადოებისგან, ისე ოჯახისგან”,-განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, არსებობს კიდევ 5 სხვადასხვა კამერის ჩანაწერი, რომლის ნახვაზეც სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს.

“ჩვენ გვინდა, რომ ეს იყოს ძალიან გამჭვირვალე გამოძიება და მის მიმართ სრული ნდობა არსებობდეს საზოგადოების და ოჯახის მხრიდან. მაქსიმალურს ვაკეთებთ და გავდივართ კანონის ზღვარზე. მტკიცებულებების გახსნა და ჩვენება არასდროს მომხდარა მგონი საქართველოში, მაგრამ ახლა ხდება ისევ და ისევ, იმ სურვილიდან გამომდინარე, რომ ეს გამოძიება გამჭვირვალე იყოს”, – აღნიშნა სუბარმა.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის #2 საპყრობილეში არასრულწლოვანი პატიმარი რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. ქურდობის ბრალდებით დაკავებული 16 წლის სენაკელი ახალგაზრდა საპატიმროში 24 საათის შეყვანილი იყო. მან სავარაუდოდ, თავი ჩამოიხრჩო. ახალგაზრდა სასჯელს მეორედ იხდიდა. პრეზიდენტმა იგი მარიამობის დღესასწაულზე შეიწყალა. მსჯავრდებული რამდენიმე

სხვა ახალი ამბები: