ძლიერმა შტორმმა გაგრასა და ბიჭვინთაში 8 ოჯახი უსახლკაროდ დატოვა

0

gagravodjvod1გამთენიისას აფხაზეთში, კერძოდ კი გაგრასა და ბიჭვინთაში 5 ბალიანი შტორმი დაფიქსირდა. როგორც აფხაზური მედიასაშუალებები იტყობინებიან, ძლიერ შტორმს მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა არიან დაზარალებული ოჯახები. როგორც გაგრის რაიონის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გრიგორი ენიკი აფხაზური პრესისთვის მიცემულ ინტერვიუში იტყობინება უწყლოდ არის დარჩენილი აფხაზეთის მოსახლეობის დიდი ნაწილი. მთლიანად განადგურებულია წყალმომარაგების სისტემა. ხუთბალიანმა შტორმმა გაანადგურა გაგრისა სანაპირო ზოლი.

გაგრის მოსახლეობის წყლით მომარაგებას უზრუნველყოფს ხანძარსაწინააღმდეგო მანქანები, რომელიც გაგრაში მობილიზებულია თითქმის მთელი აფხაზეთიდან. გრიგორი ენიკის განცხადებით დაზარალებული ოჯახები არიან როგორც გაგრაში ასევე ბიჭვინთაში. სტიქიის შედეგად ბიჭვინთაში 8 ოჯახი უსახლკაროდ დარჩა.

სხვა ახალი ამბები: