ძლიერი წვიმა, ადიდებული ტეხური და სტიქიით დაზარალებული მოსახლეობა მარტვილში

0

previewსტიქია მძვინვარებს მარტვილის რაიონში. მთელი ღამის განმავლობაში ძლიერმა წვიმამ დააზარალა მარტვილის რაიონის ზედა ზონის სოფლები. საგანგაშო მდგომარეობაა სოფელ ნაბულონში. დატბორილია ადგილობრივი მოსახლეობის კარ-მიდამო და საცხოვრებელის სახლის პირველი სართული. დაიხოცა მსხვილფეხა შინაური პირუტყვი და შინაური ფრინველი. მთლიანად განადგურებულია სავარგულები.

ძლიერმა წვიმამ და ადიდებულმა მდინარე ტეხურმა წაიღო 70 მეტრიანი რკინა-ბეტონის კონსტრუქციის ხიდი, რომლის შედეგადაც ორად გაიყო სოფელი თამაკონი. მოსახლეობა შველას ითხოვს. ადგფილობრივებთან მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდნენ სასწრაფო დახმარების ჯგუფები და პოლიცია. სტიქიის შედეგად დაზარალებულებთან მივიდა ადგილობრივი ხელისუფლება.

გადაუღებლად წვიმს ამ დილითაც მარტვილსა და მთლიანად სამეგრელოს რეგიონში.

სხვა ახალი ამბები: