ძლიერი წვიმა და აქცია “არა ოკუპაციას!” ენგურის ხიდზე

0

Gorgia protests Russia

“არა ოკუპაციას” -ასე უწოდეს აქციას იმ ახალგაზრდებმა, რომლებმაც წვიმიან ამინდში შეკრება შეძლეს ჯერ ზუგდიდის ცენტრში ცხრა აპრილის მემორიალთან, ხოლო შემდეგ ენგურის ხიდთან. ზუგდიდის ცენტრში სანთლებით დაწერეს “არა ოკუპაციას”, ენგურის ხიდძე კი ე.წ დროებით საზღვართან ქართული ხუთჯვრიანი დროშა აღმმართეს და ასევე ქართულ სიმბოლიკიანი ფრანები გაუშვეს. როგორც აქციის მონაწილეები აღნიშნავენ, მათ ადგილობრივმა სამართალდამცავებმა შეუქმნეს ცოტაოდენი პრობლემები ენგურის ხიდზე შეშვებისას, თუმცა თავად აქცია ნორმის ფარგლებში ჩატარდა.

“მიუხედავად იმისა რომ კარგად გავიწუწეთ მე და ჩემი მეგობრები, ჩვენ მაინც ვუთხარით არა ოკუპაციას, ჯერ 9 აპრილის მემორიალთან და შემდეგ ენგურის ხიდზე ,სადაც გავუშვით მშვიდობის ფრანები და საზღვარზე დავკიდეთ საქართველოს სახელმწიფო დროშა. მიუხედავად, იმისა რომ ქართველმა პოლიცილებმა ალბათ “ზევიდან” დავალებით ენგურის ხიდზე შეშვებისას პრობლემები შეგვიქმნეს, მაინც მჯერა რომ მათი უარიც აქვთ ოკუპანტებს და თუ ასე საჯაროდ არა გულში მაინც ყველა პოლიციელისთვისაც აქტუალურია თემა “არა ოკუპაციას!!”-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, სამეგრელოს ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა ანი წითლიძემ.

“ოკუპაციის თემა არც ერთი პოლიტიკური გუნდის თუ მხარის პრივატული საკუთრება არაა, ეს საერთო სენია, რომელსაც გაერთიანებული ძალებით უნდა ვებრძოლოთ. ისტორიულად საქართველო მუდამ იყო ოკუპანტების ობიექტი, განსაკუთრებით ჩვენი ერთმორწმუნე რუსეთისგან. 1921 წლის 25 თებერვლის ოკუპაციას საქართველოში ქართველი ორჯონიკიძე მოუძღოდა წინ. მე ვგმობ ოკუპაციას, ვგმობ რუსეთის საქციელს, ვგმობ მის დანაშაულს ქართული სახელმწიფოებრიობის მიმართ და უმკაცრესად მოვითხოვ დაიწყოს დეოკუპაციის პროცესი. ნიშანდობლივია რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ასევე მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას დეოკუპაციისკენ და მოითხოვენ საქართველოს ტერიტორიების ცნობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”-აღნიშნავს ზუგდიდელი ლევან კალანდია

აქციას ესწრებოდნენ როგორც ახალგაზრდა თაობის, ასევე უფროსი ტაობის წარმომადგენლებიც. აქციაზე იმყოფებოდა სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარის გუბერნატორი თენგიზ გუნავა.

სხვა ახალი ამბები: