ძლიერი წვიმა და ქარი სამეგრელოში: ჩხოროწყუს რაიონში სტიქიას ებრძვიან

0

wyaldidobaaaaჩხოროწყუს რაიონში ძლიერი წვიმების შედეგად ადიდებულმა მდინარე ხობისწყალმა ჯებირები გაარღვია და კალაპოტიდან გადმოვიდა. წყალდიდობის შედეგად დატბორილია ჩხოროწყუ-ზუგდიდის სავალი ნაწილი, რის შედეგადაც მოძრაობა შეზღუდულია. მდინარე ხობისწყლის ადიდებამ ადგილობრივი მოსახლეობის სასოფლო-სამეურნეო მიწების დიდი ნაწილიც დატბორა და გაანადგურა. მდინარე ხობისწყალი მთაში გადაუღებელი წვიმების გამო ამ წუთებშიც განაგრძობს კალაპოტიდან გადმოსვლას.

ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი ჩხოროწყუს რაიონის სოფლები, კირცხი, ლესიჭინე და ლეწურწუმე. აღნიშნულ ტერიტორიებზე ძლიერმა ქარმა ელექტროგადამყვანი ბოძები წააქცია. ამ წუთებში მიმდინარეობს ელექტროხაზების აღდგენა და რეაბილიტაცია. “ენერგო-პრო-ჯორჯიაში” აცხადებენ, რომ საღამოს საათებში მოხერხდება ამ სოფლების ელექტროენერგიით უზრუნველყოფა.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და მაშველების მიერ შექმნილი საგანგებო ჯგუფი, ასევე ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, თუმცა აღდგენითი სამუშაოების დაწყება ძლიერი წვიმის გამო ამ დრომდე ვერ ხერხდება. ჩხოროწყუში ადგილობრივების განცხადებით მათ საცხოვრებელ სახლებში წყალია შესული და პირველი სართული დატბორილია.ამ დროისთვის სამეგრელოში ისევ ძლიერი ნალექი შეინიშნება. სინოპტიკოსების ვარაუდით აღნიშნულ ტერიტორიაზე დღის ბოლომდე გამოიდარებს.

სხვა ახალი ამბები: