ძლიერი წვიმის შედეგად ფოთში რამდენიმე ქუჩა დაიტბორა

0

foTis quchebi daitboraორდღიანი გადაუღებელი წვიმების შედეგად ფოთი დაიტბორა. განსაკუთრებული პრობლემები შეექმნა ბარათაშვილის ქუჩის მოსახლეობას, სადაც 10-მდე ოჯახი დაზარალდა. წყალმა საცხოვრებელი სახლების ეზოებში შეაღწია და პირველი სართულები დატბორა. მოსახლეობას საყოფაცხოვრებო ნივთები დაუზიანდა.

შემთხვევის ადგილზე ფოთის მერი ირაკლი კაკულია მივიდა და პრობლემით დაინტერესდა. როგორც მან განაცხადა, ქალაქში სულ 7 სატუმბი სადგური მუშაობს, რაც არასაკმარისია. მერის თქმით, საჭიროა დამატებით ახალი სადგურების მშენებლობაც და მუნიციპალიტეტი საკითხით დაინტერესდება.

სხვა ახალი ამბები: