ძლიერმა სეტყვამ და მეწყერმა ჩქვალერის მოსახლეობა დააზარალა

0

hail-setkvaსტიქიას ებრძვიან წალენჯიხის რაიონის სოფელ ჩქვალერში. როგორც ადგილობრივებმა საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს შეატყობინეს, წუხელ აღნიშნულ; სოფელში მოსულმა ძლიერმა სეტყვამ დააზიანა როგორც ერთწლიანი, ასევე მრავალწლიანი ნარგავები.

“წუხანდელი სეტყვის შემდეგ საერთოდ არ არსებობს სოფელში სიმინდის ყანები და ვენახი. აბსოლიტურად ყველაფერი გაანადგურა. თითქმის ნახევარი საათის განმავლობაში ისეტყვებოდა სოფელი. ეს იყო რაღაც სასწაული, რომლის მსგავსი სოფლის მოსახლეობას ჯერ არ უნახავს.”-აცხადებენ ადგილობრივები.

როგორც სოფელ ჩქვალერის მოსახლეობა აცხადებს, წუხანდელი ძლიერი სეტყვის შემდეგ სოფელში მეწყერიც ჩამოწვა. მათი განცხადებით ორი ოჯახია დამეწყრილი. მოსალოდნელი საშიშროების გამო ოჯახის წევრები გახიზნულები არიან სხვა სოფლებში. ამ დროისათვის სოფელ ჩქვალერში არ წვიმს.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს ეკა ბელქანიას დაუკავშირდა, რომელმაც დაადასტურა წუხელ სოფელ ჩქვალერში მომხდარი სტიქია და იქვე დასძინა, რომ გამგეობის სპეციალური სამსახურები ადგილზე არიან და სწავლობენ სტიქიის შედეგებს. ეკა ბელქანიას განცხადებით სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი დიდია.

სხვა ახალი ამბები: