ძლიერმა ქარმა და წვიმამ აფხაზეთის ზოგიერთი რაიონი დააზარალა

0

ckaldidoba_147წუხელ აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ზოგიერთ რაიონებში ძლიერი წვიმა წამოვიდა და ქარი ამოვარდა, რამაც შენობებს სახურავები ახადა. სახლების პირველი სართულები დატბორილია. სოხუმის ცენტრალურ უბნებში ძლიერმა ქარმა და ჭექა-ქუხილმა ხეები წააქცია.

„სოხუმში „მოსკოვის სახლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომობილები წყალში დგანან. სოხუმისა და გულრიფშის რაიონებში სერიოზული პრობლემები გვაქვს. ჩვენ მოსახლეობისგან უმრავ ზარს ვიღებთ, ისინი ექსტრემალურ დახმარებას მოითხოვენ. სამუშაოებში ყველა ტექნიკა და დანაყოფია ჩართული“, – განაცხადეს დე ფაქტო საგანგებო სიტუციების სამსახურში.

თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების სამსახური ძლიერი წვიმითა და ქარბორბალით გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციას ცდილობს.

სხვა ახალი ამბები: