ძლიერმა ქარმა ზუგდიდის სოფლები დააზარალა

0

1839_634081709941766_2055527007_nაღმოსავლეთის ძლიერმა ქარმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დააზარალა. სოფელ ცაიშში სამ სახლს სახურავი მთლიანად გადახადა, ხოლო ჭითაწყარსა და თარგამულკში ნაწილობრივ დააზიანა. ქალაქის ტერიტორიაზე წაქცეულია რამდენიმე ხე, რომელსაც შენობებისთვის ზიანი არ მიუყენებია.

წუხელვე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელმა ედიშერ თოლორაიამ დაზარალებული სოფლები მოინახულა. გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი სოფლის მოსახლეობას უახლოეს დღეებში დახმარებას დაჰპირდა.

“ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ზარალი ავანაზღაუროთ და ხალხს დახმარება გავუწიოთ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობაში შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც შეისწავლის მთლიანობაში მიყენებულ ზარალს და უახლოეს დღეებში ზარალი აუნაზღაურდება დაზარალებულ ოჯახებს”-აცხადებს smo.ge-სთან საუბარში ზუგდიდის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ედიშერ თოლორაია.

ძლიერმა ქარმა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 10 სოფელი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა. ორ სოფელს წუხელვე აღუდგა ელექტროენერგიის მიწოდება, ხოლო დანარჩენ 8 სოფელს დილით. ამ წუთებში ზუგდიდის ყველა სოფელს მიეწოდება ელექტროენერგია

სხვა ახალი ამბები: