ძლიერმა ქარმა სამეგრელოში თხილის მოსავალი გაანადგურა

0

TXILIS NAYOFIდილიდან ამოვარდნილმა ძლიერმა ქარმა სამეგრელოს რეგიონის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა. ძირითადად ქარმა მოსახლეობის თხილნარი გაანადგურა. ადგილობრივების განცხადებით თხილის ნაყოფი ქარმა მთლიანად ჩამობერტყა.

“დილის საათებში დაახლოებით თორმეტი საათიდან ამოვარდა ძლიერი ქარი, რომელმაც მთლიანად ჩამოყარა თხილის ნაყოფი. ამის იმედი გვქონდა წელს და ეს იმედიც საბოლოოდ ამოგვეწურა. მოსახლეობის ნაწილს თხილის ფული წინასწარ ქონდა გაყიდული, რომ შემდეგ სეზონზე ნაყოფი მყიდველს ჩაებარებინა. ვალებიც კი დაედო ბევრს ასე წინასწარ გაყიდული მოსავლის გამო. არ ვიცით რა ვქნათ, გამოსავალს ვერაფერში ვხედავთ”-აცხადებს დაზარალებული მოსახლეობა.

სამეგრელოში ცალკეული მუნიციპალიტეტები შექმნილ ვითარებას სწავლობენ. ამავე დროს მიმდინარეობს ზარალის დათვლაც. როგორც ადგილზე აცხადებენ, ზარალის დადგენის შემდეგ ცენტრალურ მთავრობას მიაწვდიან ზუსტ მონაცემებს. ჯერჯერობით უცნობია მოხდება თუ არა დაზარალებული მოსახლეობის კომპენსირება.