ძლიერმა წვიმამ და ქარიშხალმა წალენჯიხის რაიონის მოსახლეობა დააზარალა (ფოტო)

0

1ძლიერმა წვიმამ და ქარიშხალმა წალენჯიხის რაიონის მოსახლეობა დააზარალა. როგორც საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს წალენჯიხიდან აცნობეს ძლიერმა ქარმა წალენჯიხის ცენტრში დიდი ხეები ამოძირკვა და წააქცია. სახურავები გადახადა ათამდე სახლს. ძლიერ ქარიშხალს თან ერთვოდა ძლიერი წვიმაც. დაზარალებული მოსახლეობა მოინახულა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგა გულორდავამ.

ანალოგიური მდგომარეობაა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ლიაში, ჯგალსა და ობუჯში. ძლლიერმა ქარიშხალმა სამ სოფელში საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა და ხეები წააქცია. პარალიზებულია სოფლების დამაკავშირებელი გზა რაიონულ ცენტრთან. ამ წუთებში მიმდინარეობს ცენტრალური გზის გაწმენდითი სამუშაოები.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფლებში იმყოფებიან რაიონის პირველი პირები და “ქართული ოცნების” წალენჯიხის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლები.123456

 

სხვა ახალი ამბები: