ძლიერმა წვიმამ სოფელ ლიაში ადგილობრივების სახლ-კარი დატბორა

0

liaძლიერმა წვიმამ დატბორა წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიის რამდენიმე მოსახლის კარ-მიდამო. გადაღებელმა წვიმამ ლიაში მდინარე ხუფაიას ადიდება გამოიწვია, რომელმაც ადგილობრივთა სახლებში შეაღწია და საცხოვრებელი სახლების პირველი სართული დატბორა. წყალდიდობის შედებად შინაური ფრინველი დაიხოცა. დატბორილია რამდენიმე ჰექტარზე სავარგულები და მთლიანად განადგურებულია. როგორც ადგილობრივები აცხადებენ ადგილობრივთა კარ-მიდამოს დატბორვის მიზეზი მდინარის ნაპირზე შეუსრულებელი ნაპირსამაგრი სამუშაოებია, რაშიც სოფლის რწმუნებულს ადანაშაულებენ.

“თავის დროზე, როცა ადგილობრივი მოსახლეობა სოფლის გამგებელს დახმარებას სთხოვდა ის აგრესიულად იქცეოდა და თანასოფლელებს სცემდა. ნაპირსამაგრ სამუშაოებს ვითხოვდით, სხვას კი არაფერს. თავის დროზე ჩვენი მოთხოვნა რომ შესრულებულიყო, ახლა ამ მდგომარეობაში არ ვიქნებოდით. არ დაგვრჩა ქათმები, ინდაურები და არაფერი სოფელში. რა ვქნათ, რისთვის ვიცხოვროთ აქ?”-აცხადებს ადგილობრივი მოსახლეობა.

სოფელ ლიაში განსაკუთრებილად დაზარალებულია ხუთი კომლი. ესენი არიან ადგილობრივი მაცხოვრებლები ანზორ ციმინტია, გულად ციმინტია, ჯონი სამუშია, მალხაზ ძანძავასა და დიმიტრი ნანავას ოჯახები. წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიაში ამ წუთებში “ქართული ოცნების” თავმჯდომარე და პარტიის წევრები იმყოფებიან, რომლებიც მოსახლეობას დახმარებას უწევენ. ადგილობრივი მოსახლეობა მოინახულა წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარემ. რაც შეეხება ლიის გამგებელს ის ჯერჯერობით თანასოფლელებთან არ გაამოჩენილა.

ამ წუთებისთვის წალენჯიხასა და სამეგრელოს რეგიონში ძლიერი წვიმა გრძელდება.

სხვა ახალი ამბები: