წალენჯიხაში ავღანეთში დაღუპული ვლადიმერ შანავა გაიხსენეს

0

1614224_626534470772259_3359059410213375679_oდღეს 13 მაისს ერთი წელი გავიდა ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენის კავალერის, ვლადიმერ შანავას ავღანეთში დაღუპვიდან. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირების ძალისხმევითა და კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზატორობით, გაიმართა ფინალური თამაშები მინიფეხბურთში 10 წლის ასაკის მოსწავლეთა შორის,სადაც გამოვლინდნენ პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელი გუნდები.

გამარჯვებულ გუნდს გადაეცა ვლადიმერ შანავას სახელობის გარდამავალი თასი. სპორტკომპლექსის გარე ფასადზე კი გაიხსნა მისივე სახელობის აბრა.
ვლადიმერ შანავას ხსოვნის პატივსაცემად წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სტუმრად იმყოფებოდნენ დასავლეთ საქართველოს ჯარების სარდალი ბესიკ გოფოძე, მეორე ქვეითი ბრიგადის მეთაური ზაზა ჩხაიძე და სხვა სამხედრო პირები, სამეგრელო ზემოსვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაცის ადგილობრივ თვითმმართველობებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი გელა სვირავა. ასევე ყოფილ თანამებრძოლთა ოჯახის წევრები.

გარდამავალი თასის მფლობელი გახდა წალენჯიხის #2 საჯარო სკოლა,მეორე ადგილზე გავიდა ნაკიფუს #1 საჯარო სკოლა, მესამე ადგილზე კი წალენჯიხის #3 საჯარო სკოლა. 

გამარჯვებული გუნდეპი დაჯილდოვდნენ ასევე მედლებითა და დიპლომებით.
უნდა აღინიშნოს, რომ ყოველი წლის 13 მაისს გათამაშდება ვლადიმერ შანავას სახელობის გარდამავალი თასი.

სხვა ახალი ამბები: