წალენჯიხაში ახალი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება დაიწყო (VIDEO)

0

1399220_523596134399427_604865642_oსაქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, საქართველოს მთავრობის მიერ წალენჯიხის მუნიციპალიტეტისთვის გამოიყო თანხა –2 559 860 ლარის ოდენობით.

პროექტის ფარგლებში დაიწყო შიდა გზებისა და გოგი კალანდიას სახელობის ცენტრალური მოედნის რეაბილიტაცია, რომელიც წლების განმავლობაში არსებული და ერთერთი მტკივნეული საკითხი იყო თითოეული წალენჯიხელისათვის.

ცენტრალურ მოედანთან ერთად დაიწყო შიდა გზების რეაბილიტაცია. თამარ მეფის, სალიას, მაიაკოვსკის, კოსტავას, მეუნარგიას, შეროზიას და ფიროსმანის ქუჩები.სამუშაოებს ასრულებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია–შპს „ ნიუქონსთრაქშენ“.

მიმდინარეობს ჯვარი–ჯვარზენის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციაც. სამუშაოებს ასრეულებს შპს „წალენჯიხის საგზაო სამმართველო ..
უახლოეს დღეებში კი მდინარე ჭანისწყალზე ხიდის მშენებლობა იგეგმება.

სტიქიის მიერ მიყენებული ზარალის ლიკივიდაციის ფარგლებში კი, ქალაქ ჯვარის ტერიტორიაზე ერთდროულად მიმდინარეობს, 14 საცხოვრებელი კორპუსის გადახურვა , ასევე გაბიონებისა და სანიაღვრე არხების მოწყობა.
ამავდროულად, დაიწყო ჯვარი–ჯვარზენის დამაკავშირებელი გზის მონაკვეთზე შავი საფარის დაგება.

ვიდეო

სხვა ახალი ამბები: