წალენჯიხაში ბიბლიოთეკის თანამშრომლები საპროტესტო აქციებისთვის ემზადებიან

0

biblioteka-2წალენჯიხის რაიონის მუნიციპალური ბიბლიოთეკის თანამშრომლები საპროტესტო აქციებისთვის ემზარებიან. როგორც ბიბლიოთეკარებმა საინფორმაციო სააგენტო SMO.GE-სთან საუბარში განაცხადეს, საქართველოს მაშტაბით ყველაზე დაბალი ხელფასი 100 ლარის ოდენობით სწორედ მათ აქვთ. ამასთან დაკავშირებით წინა ხელისუფლება მუდმივად ჰპირდებოდა მდგომარეობის გამოსწორებას, თუმცა დაპირებები მხოლოდ დაპირებებად რჩებოდა. წალენჯიხის წინა ხელისუფლების ტრადიციიის გამგრძელებელი გახდა ახალი და ამჟამად მოქმედი ახალი ხელისუფლებაც. ბიბლიოთეკის თანამშრომელთა განცხადებით წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ბელქანია თანამდებობაზე დანიშნვის დღიდან დახმარებას ჰპირდება, თუმცა რეალურ და წინ გადადგმულ ნაბიჯს ისინი სამწუხაროდ ვერ ხედავენ.

„საკრებულოს თავმჯდომარეს დავით ბელქანიას ხელფასების მომატების მოთხოვნით იანვრის თვეში მივმართეთ. მან გვიპასუხა, რომ ამ პრობლემას უახლოეს მომავალში გადაჭრიდა და ათი თანამშრომლისსთვის რაიმე სახსრებს ბიუჯეტიდან გამონახავდა, თუმცა მისი დაპირებები ტყუილი აღმოჩნდა. ჩვენ ისევ მივმართეთ მას და ამჟამად მისგან ისევ მორიგი დაპირება მივიღეთ, რომ პრობლემა მაისის თვეში მოგვარდება. ამდენი ტყუილი დაპირებების შემდეგ მართლაც არ გვჯერა არაფრის, ამიტომაც თუ დროულად არ იქნება ჩვენი მოთხოვნები დაკმაყოფილებული, ჩვენ დავკეტავთ ბიბლიოთეკას და მოვაწყობთ საპროტესტო აქციებს. ყველაზე ცუდ მდგომარეობაში რეგიონის მაშტაბით ჩვენ ვართ წალენჯიხელი ბიბლიოთეკარები, სხვა რაიონებში ყველგან ხელფასები გაზრდილია. ას ლარად რა გავაკეთოთ? ახლა ვინმე მუშაობს სადმე ას ლარად? ყველას ვუსვამთ ამ კითხვას და განსაკუთრებით ჩვენს საკრებულოს თავმჯდომარეს“-აცხადებს წალენჯიხის მუნიციპალური ბიბლიოთეკის თანამშრომელი ლეილა მიქავა.

სხვა ახალი ამბები: