წალენჯიხაში გამგეობის შენობა პიკეტირებულია

0

wendxaდილიდან წალენჯიხის ცენტრში მოსახლეობის ის ნაწილი შეიკრიბა რომლებიც რააიონში ახალი ხელისუფლების მოსვლის შემდეგ რეალურ ცვლილებებს ვერ ხედავენ. სწორედ ამ მიზნით ადგილობრივმა მოსახლეობამ დილიდან ჩაკეტა მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის მთავარი შესასვლელი და რაიონის გამგებელი გოგა გულორდავა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ბელქანია შენობაში არ შეუშვა.

“უკვე დიდი ხანი გავიდა რაც წალენჯიხას ჰყავს ახალი ხელისუფლება თუმცა ვერანაირ სასიკეთო ცვლილებას ვერ ვხედავთ. ყველაფერი იმაზე უარესად არის ვიდრე ძველი ხელისუფლების დროს იყო. ადგილობრივი ხელისუფლება ფაქტიურად არ უსმენს ხალხს და არ ითვალისწინებს მათ მოთხოვნებს. ჩვენ არ შევეგუებით ასეთ უკანონობებს რაც დღეს ხდება წალენჯიხაში. იმედი გვქონდა იმის რომ რაღაც შეიცვლებოდა და დროც საკმარისად მივეცით. ჩვენ მოვითხოვთ გადადგეს ასეთი ხელისუფლება და მოგვეცეს საშუალება ხალხმა აირჩიოს ღირსეული ვინც რაიონისთვის იზრუნვებს.”-აცხადებენ აქციის მონაწილეები.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge დაუკავშირდა წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს ეკა ბელქანიას, რომელმაც განაცხადა, რომ გამგეობასთან მოსული მოპიკეტეები აპროტესტებენ იმას, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობაში ისევ ის კადრები არიან წამყვან თანამდებობაზე რომლებიც 9 წელი მართავდნენ რაიონს. მისივე განცხადებით გამგეობის შენობა პიკეტირებულია ამ წუთებში, თუმცა მოპიკეტეებთან მოლაპარაკებას აწარმოებენ წალენჯიხის გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე. ისინი ხალხს სთავაზობენ კინოთეატრის დარბაზში გადაინაცვლონ და იქ გამართონ შეხვედრა, თუმცა ჯერჯერობით შეთანხმება მიღწეული არ არის.

საინფორმაციო სააჰენტო smo.ge  “ქართული ოცნების” წალენჯიხის ორგანიზაციის ხელმძღვანელს ბერდია კალანდიას დაუკავშირდა, რომელმაც განაცხადა, რომ “ქართული ოცნება” ემიჯნება გამგეობასთან მიმდინარე აქციას, თუმცა საჭიროდ თვლის ადგილობრივმა ხელისუფლებამ მოუსმინოს ხალხს და მოხდეს მათ შორის გარკვეული სახის შეთანხმებები.

ამ წუთებში მდგომარეობა ისევ დაძაბულია. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციაც, თუმცა გამგეობის შენობა ისევ პიკეტირებულია.

სხვა ახალი ამბები: