წალენჯიხაში გიორგი ნაჭყებიასგან 2012 წლის არჩევნების თანხების გაცემას მოითხოვენ

0

394556_265528510230817_2565672_n”ქართული ოცნების” წალენჯიხის ორგანიზაციის ყოფილი და მოქმედი აქტივისტები გიორგი მარგველაშვილის წინასაარჩევნო შტაბის ხელმძღვანელად გიორგი ნაჭყებიას შესაძლო დანიშნვას უარყოფითად აფასებენ. მათი განცხადებით, თუკი ”ქართული ოცნების” ყოფილი მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი დაინიშნება შტაბის ხელმძღვანელად, სამასამდე აქტივისტი იმ თანხების გაცემას მოითხოვს, რომელიც მათ 2012 წლის არჩევნების დროს არ მიუღიათ.

”ჩვენ არა ერთხელ ვცადეთ ამ თანხებთან დაკავშირებით გაგვერკვია, თუმცა პასუხად მხოლოდ გაუთავებელ შეპირებებს ვღებულობით. კონკრეტულად გიორგი ნაჭყებიას ვთხოვდით ამის შესახებ რაიმე გაერკვია, თუმცა ის ხშირ შემთხვევაში ტელეფონს გვითიშავდა. ახლა როცა უკვე დააპირა შტაბის ხელმძღვანელობა, აქვს მზად პასუხი, რომელიც ჩვენ უნდა გაგვცეს. იმედია 2-3 თვის დავალიანებებს დაარიგებს და ამით გაგვახარებს. ჩვენ ხომ დავეხმარეთ არჩევნებზე? რამდენი გავრისკეთ რომ ეს გაგვეკეთებინა. თუ წააგო არჩევნები, ეს ჩვენი ბრალი არ არის, ეს იმის ბრალია, რომ მას წალენჯიხაში არ იცნობდნენ”-აცხადებენ ”ქართული ოცნების” წალენჯიხის ორგანიზაციის აქტივისტები.

შეგახსენებთ, რომ წალენჯიხაში კვირის ბოლოს ”ქართული ოცნების” პრეზიდენტობის კანდიდატის, გიორგი მარგველაშვილის წინასაარჩევნო შტაბი გაიხსნება. შტაბის ხელმძღვანელად კი სწორედ წალენჯიხის მჟორიტარი დეპუტატობის ყოფილი კანდიდატი გიორგი ნაჭყებია განიხილება.

სხვა ახალი ამბები: