წალენჯიხაში “თავისუფალ დემოკრატებს” პარტიის წევრები ტოვებენ

1

tavisufali-demokratebiiiiპოლიტიკური პარტია “თავისუფალი დემოკრეტების” რიგებს ტოვებენ პარტიის წევრები წალენჯიხის მუნიციპალიტეტში. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს წალენჯიხიდან საკუთარმა წყარომ აცნობა. პარტიის დატოვების პროცესი დღეს დილიდან დაიწყო. “თავისუფალი დემოკრატები” პირველმა წალენჯიხაში სოფელ ობუჯის რწმუნებულმა თორნიკე კაკაჩიამ დატოვა.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სთან სატელეფონო საუბრისას თორნიკე კაკაჩიამ აღნიშნული ინფორმაცია დაადასტურა და განაცხადა, რომ მან დატოვა პარტია, თუმცა არცერთ პოლიტიკურ სუბიექტთან გაერთიანებას არ აპირებს და მუშაობას განაგრძობს როგორც უპარტიო.

“მე ნამდვილად დავტოვე “თავისუფალი დემოკრატების” რიგები, სადაც უკვე წლებია ვარ. ეს გადაწყვეტილება დღეს მივიღე საბოლოოდ და განცხადებაც დავწერე პარტიიდან გასვლის შესახებ. რაც შეეხება ჩემს მომავალს, მე არ გავწევრიანდები არცერთ პარტიაში, რადგან მირჩევნია ვიყო უპარტიო და ვაკეთო ჩემი საქმე. საქმე, რომელსაც მავალებს ჩემი ქვეყანა. სხვა კომენტარს ამ ეტაპზე ვერ გავაკეთებ”-აცხადებს თორნიკე კაკაჩია.

სხვა ახალი ამბები: