წალენჯიხაში “თხილის ტკიპას” შესაწამლი პრეპარატები და სპეციალური აპარატები შემოიტანეს

0

11193277_753824204714794_5933049585531280839_nწალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ თხილის კულტურის გადასარჩენად ახალი შესაწამლი აპარატები შეიძინა. როგორც გამგეობაში აცხადებენ შეძენილ იქნა სულ 17 აპარატი, რომლის ჩათვლითაც სულ 67 აპარატია მუშა მდგომარეობაში. მუნიციპალიტეტში პარალელურად შემოტანილ იქნა ასევე თხილის ტკიპას საწინააღმდეგო სპეციალური პრეპარატები-აკრაციდები, რომლებიც ხვალიდან წალენჯიხაში არსებულ ყველა მცენარეთა დაცვის მაღაზიებში ხელმისაწვდომ ფასებში გაიყიდება.

“როგორც მოსახლეობისათვის ცნობილია, თხილის კულტურას გაუჩნდა ისეთი მავნებელი როგორიცაა თხილის ტკიპა. აქედან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის გამგეობამ გადაწყვითა შეეძინა შესაწამლი აპარატები იმ თემებისათვის, სადაც არსებობდა ამის ნაკლებობა. სულ შეძენილ ქნა 17 ცალი. მთლიანობაში მუშა მდგომარეობაშია 67 აპარატი.
რაც შეეხება თხილის ტკიპას საწინააღმდეგოდ გამოსაყენებელ პრეპარატებს ( აკარაციდებს), გაყიდვაშია მუნიციპალიტეტში არსებულ მცენარეთა დაცვის მაღაზიებში”-აცხადებენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.

სხვა ახალი ამბები: