წალენჯიხაში კომუნალური სარდაფების დასუფთავება დასრულდა

0

koogoწალენჯიხის მუნიციპალიტეტი მიჩნეულია, როგორც ნესტიან ტერიტორიად და ბუნებრივია გაზაფხულზე და და ზაფხულში მრავლადაა კოღოები, ბუზები, მღრნელები და ქვეწარმავლები. მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო მოსახლეობა ვერ უმკლაბდება მავნე მწერებთან ბრძოლას და იძულებულია შეეგუოოს იმ მდგომარეობას, რომელიც ზაფხულშია შექმნილი, თუმცა მავნე მწერების გამრავლებას თავად მოსახლეობაც უწყობს ხელს ეზოებში გუბეების თუ ავზების შექმნით.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის ქეთინო ღვინჯილიას განცხადებით ამ დროისათვის წალენჯიხაში დასრულებულია კომუნალური სადაფების დამუშავება მავნე მწერებისაგან, რაც შეეხება ქალაქ ჯვარს მისი განცხადებით 30-ზე მეტი კორპუსია დამუშავებული. სადეზინფექციო სამუშაოები ამ წუთებშიც მიმდინარეობს.

რაც შეეხება კერძო სახლებს, როგორც ქეთინო ღვინჯილია აცხადებს ის მათ პროგრამში არ შედის და მხოლოდ რეკომენდაციის გაცემით შემოიფარგლებიან. შეგახსენბთ,რომ მალარიის გადამტანი კოღო “ანაფელისი” წალენჯიხის ტერიტორიაზე არ დაფიქსირებულა. აქედან გამომდინარე არც მალარიის შემთხვევებიც გამოვლენილა.

სხვა ახალი ამბები: