წალენჯიხაში კულტურის სახლის კუთვნილი ტერიტორიის გასხვისება აიკრძალა

0

936960_128651197332726_700983767_nსაზოგადოება “წალენჯიხელი” სპეციალურ განცხადებას აქვეყნებს, რომელიც წალეენჯიხის ცენტრში კულტურის სახლის მშენებლობის საკითხს ეხება. საინფორმაციო სააგენტო SMO.GE აღნიშნულ წერილს უკომენტაროდ გთავაზობთ:

ჩვენი მოსალხლეობის უდიდესი ნაწილის მოთხოვნაა დამთავრდეს ბოლო პერიოდში უკიდურესად გამძაფრებული დაპირისპირება კულტურის ცენტრის ასაშენებელ ტერიტორიის გასხვისების თაობაზე.
ერთხელ კიდევ გავიმეორებთ, როცა ქვეყნის ხელისუფლება აცხადებს, რომ თვითონ იწყებს კულტურის ობიექტების მშენებლობების დაფინანსებას , ეს შანსი ხელიდან არ უნდა გავუშვათ და ამით ხორცი შეესხმება წალენჯიხელთა ნანატრი ოცნების განხორცილებას.
უსაგნო დაპირისპირებას არ უნდა გადავაყოლოთ უმნიშვნელოვანესი საქმე, ვნებათაღელვამ პიკს მიაღწია ქალაქის ცენტრში კულტურის სახლის აშენების ან მის ადგილზე სასტუმროს აშენების გამო. საზოგადოებრივი აზრისა და ქვეყნის შესაბამისი სამინისტროების შეხედულებები ერთმანეთს ემთხვევა და გადაწყდა კულტურის კერის სასარგებლოდ.
ამ დღეებში საზოგადოება „წალენჯიხელმა“ მიიღო სამეგრელო–გურია–ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის ხელმძღვანელისაგან წერილი, რომალსაც შესაბამისი სამინისტროებისგან დავალებული ქონდა საბოლოო დასკვნის დადება, წრილში აღნიშნულია, რომ ცენტრი ითვალისწინებს წალენჯიხელთა და საზოგადოება „წალნჯიხელი“–ს აზრს კულტურის სახლისათვის შერჩეული ტერიტორია შენარჩუნებულ იქნას ამ ობიექტის ასაშენებლად და არასწორად მიაჩნიათ აღნიშნული ტერიტორიის გასხვისება.
საზოგადოება „წალენჯიხელი“–ს თავმჯდომარე მელორ ზარქუა”–ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

საინფორმაციო სააგენტო SMO.GE  გთავაზობთ ასევე ზემოთხსენებული წერილის ზუსტ ტექსტს:

#12/19835 10 ივლისი 2013 წელი
საქართველოს რეგიონალური განვთარებისა და
ინფრასტრუქტურის სამინისტროს
სსიპ „ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“–ს თავმჯდომარეს
ბატონ დიმიტრი ქუმსიშვილს
ასლი: საზოგადოება „წალენჯიხელი“–ს თამჯდომარეს
ბატონ მელორ ზარქუას
გაცნობებთ, რომ სამეგრელო–გურია–ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრში შემოსულია საქართველოს რეგიონალური განვთარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 2013 წლის 30 აპრილის #2081/გ და საზოგადობეა „წალენჯიხელი“–ს 2013 სლის 21 მარტისა #10 და 23 მაისის #16 წერილები ქალაქ წალენჯიხაში სალიას ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონების (მშენებარე კულტურის სახლი) პრივატიზების შეჩერების შესახებ.
მომსახურეობის ცენტრმა შეისწავლა დასმული საკითხი და დაადგინა, რომ უძრავი ქონების (მშენებარე კულტურის სახლი) მდებარეობს ქალაქის ცენტრალურ ნაწილში .1988 წელს დაწყებული იქნა სამშენებლო სამუშაოები , ამოყვანილია ნაწილობრივ კედლები, ასევე გაცნობებთ, რომ ქალაქს არ გააჩნია კულტურის სახლი და არც ალტერნატიული მიწის ნაკვეთი მის ასაშენებლად ქალაქის ცენტრში და ათსანიშნავია, რომ საქართველოს განათლების მეცნიერბისა და კულტურის კომიტეტი და საქართველოს კულტურისა და ძეგლთადაცვის სამინისტრო ეთანხმებიან დაწყებულ სამუშაოების სისრულეში მოყვანას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე მმსახურების ცენტრი ითვალისწინებს წალენჯიხელი საზოგადოებისა და საზოგადოება „წალენჯიხელი“–ს აზრს, რომ აღნიშნული ტერიტორია შენარჩუნებულ იქნას კულტურის სახლის მშენებლობისათვის და მიზანშეუწონილად მიგვაჩნია უძრავი ქონების (მშენებარე კულტურის სახლის) გასხვისება.
სამეგრელო–გურია–ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი გოჩა კანკავა

სხვა ახალი ამბები: