წალენჯიხაში მიკროავტობუსის მძღოლები გაიფიცნენ

0

1.IMG_1400800x600წალენჯიხაში მიკროავტობუსის მძღოლები გაიფიცნენ. როგორც საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სთან საუბარში მიკროავტობუსის მძღოლები აცხადებენ ე.წ “ყვითელი ავტობუსის” მძღოლები პრივილეგიებით სარგებლობენ და მათ ადგილსაც იკავებენ.

“ყვითელი ავტობუსის მძღოლები განსაკუთრებული პრივილეგიებით სარგებლობენ და ჩვენს კუთვნილ ადგილს იკავებენ. ბაზრის წინა ტერიტორიაზე მხოლოდ ჩვენ გვაჯარიმებენ და მათ იგივე ადგილას არანაირი შეფერხებები არ გააჩნიათ. ვაპროტესტებთ ამ ფაქტს და არ დავიშლებით სანამ ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილებას არ მივაღწევთ,”-აცხადებენ მძღოლები.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge ესაუბრა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სატრანსპორტო გაერთიანების ხელმძღვანელს ბადრი ნემსაძეს, რომელმაც განაცხადა, რომ ე. წ “ყვითელი ავტობუსები ზუგდიდის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის და ის რასაც მიკროავტობუსის მძღოლები ამბობენ სიმართლეს არ შეესაბამება. ნემსაძის განცხადებით მათ არ გააჩნიათ მოწესრიგებული საბუთები და ჯარიმის მიზეზი სწორედ ეს ხდება.

“მეორე მიზეზი, რომელიც მიკროავტობუსის მძღოლებს აწუხებს მგზავრობის საფასურია. მიკროავტობუსით მგზავრობა თუ ღირს 2 ლარი, ყვითელი ავტობუსი ზუსტად იმავე მანძილზე მგზავრებს 1 ლარს ახდევინებს. მიკროავტობუსის მძღოლები “ყვითელი ავტობუსის” მძღოლებს თხოვენ ფასი აწიონ. ეს არის და ეს,”-აცხადებს ბადრი ნემსაძე.

სხვა ახალი ამბები: