წალენჯიხაში მიმდინარე და დასრულებული სამუშაოები დაათვალიერეს (ვიდეო)

0

1898744_789199177839120_4007975304684455992_oწალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა გოგა გულორდავამ, გამგებლის მოადგილე გიორგი ლუკავამ და მთავარმა სპეციალისტმა ინფრასტრუქტურის, მშენებლობისა და ურბანიზაციის საკითხებში ელგუჯა ძაძამიამ დაათვალიერეს ხითერი–საკალანდიოს ტერიტორიაზე მიმდინარე ნაპირდამცავი სამუშაოები, რომლის საერთო ღირებულება შეადგენს 39 000 ლარს.

მეუნარგიას ქუჩაზე პირველ და მეორე შესახვევში დასრულებული ცემენტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები ღირებულება შეადგენს 68 927 ლარს, ასევე მედანის ტერიტორიულ ერთეულში მდინარე ჭანისწყალზე მიმდინარე ნაპირდამცავი გაბიონის კედლის მოწყობის სამუშაოები, ღიორებულება შეადგენს–178 106 ლარს. თანხა გამოყოფილიქნა საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე სტიქიის მოვლენების სალიკვიდაციოდ. დასაქმებულია ადგილობრივი მუშახელი.

 

მიმდინარე წლის 24 თებერვალს , წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სტუმრად იმყოფებოდნენ რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები.ისინი შეხვდნენ გამგებლის მოადგილესა და ტერიტორიული ერთეულების წარმომადგენლებს. შეხვედრის ძირითადი მიზანი იყო 2015 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტისათვის პრიორიტეტების შემუშავებისა და განაწილების წესის გაცნობა, კრებების ჩატარებისა და მოსახლეობასთან ერთად პრიორიტეტების შერჩევის აუცილებლობა.

2015 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, წალენჯიხის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილია თანხა –895 439 ლარის ოდენობით. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლი სმეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ თებერვლიდან „მცირემიწიანფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“ დაიწყო. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი მარიანა მორგოშია, „მცირემიწიანფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების პროექტის“ მენეჯერი დავით კიკნაძე , შპს მექანიზატორის დირექტორი ზვიად ჩხაიძე და შპს მექანიზატორის დირექტორის მოადგილე ალექსანდრე ნასარიძე სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულს ლევან შონიას, მის პირველ მოადგილეს კობა ქანთარიას და მუნიციპალიტეტების გამგებლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს პროექტის შესახებდეტალური ინფორმაცია მიაწოდეს. „მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში წინასწარი მონაცემებით დახმარებას სამეგრელოს 99437 ბენეფიციარი მიიღებს, აქედან ხვნის ბარათს 69331 ფერმერი. „მცირემიწიან ფერმერთა 2015 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტში“ წელს 800 ათასი ფერმერი მიიღებს მონაწილეობას და მისი ბიუჯეტი 50 მილიონ ლარს შეადგენს.

სახნავი მიწებისა და ბარათების დარიგების არეალი გაფართოვდა . მთავრობის ინიციატივით სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი 2013 წელს დაიწყო. წელს სამწლიანი პროგრამის ბოლოე ტაპია. სამთავრობო პროგრამა სოფლად მაცხოვრებლების ფერმერულ მეურნეობად ჩამოყალიბების მიზნით მათ ხელშეწყობას ითვალისწინებდა. გასული წლების განგანსხვავებით, წელს ფერმერები დახმარებას შეცვილი სახით მიიღებენ.