წალენჯიხაში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას 55 წლის ექიმი ემსხვერპლა

0

1361258953_111ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა წალენჯიხის რაიონში, რომელსაც ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. როგორც საინფორმაციო სააგენტო smo.ge-ს წალენჯიხის რაიონიდან აცნობეს ოპელის მარკის ავტომანქანას, რომელიც წალენჯიხიდან ქალაქ ჯვარის მიმართულებით გადაადგილდებოდა შეეჯახა ჯიპი, რომელიც სავალი გზის ნაწილიდან გადავიდა. ოპელის მარკის ავტომანქანაში მჯდომი მგზავრი 55 წლის ლეილა არდია ადგილზე გარდაიცვალა,ადგილზე გარდაიცვალა ასევე ავტომანქანის მძღოლიც.

55 წლის ლეილა არდია წალენჯიხის რაიონული საავადმყოფოს ექიმია, რომელიც დაქირავებული ავტომანქანით საკუთარ პაციენტთან ქალაქ ჯვარში მიდიოდა. წინასწარი ინფორმაციით ავტოავარიის მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სასრაფო სამედიცინო ბრიგადის ჯგუფი. smo.ge-ს წყაროს ინფორმაციით დაკავებულია ჯიპის მძღოლი.

სხვა ახალი ამბები: