წალენჯიხაში მოსწავლე-ახალგაზრდობის განახლებული სახლი დღეს გაიხსნა

0

1397682_527211594037881_1675974794_oდღეს, 29 ოქტომბერს, წალენჯიხის მუნიციპალიტეტში საზეიმოდ გაიხსნა მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი. რომლის გახსნასთან დაკავშირებითაც მუნიციპალიტეტში სტუმრად იმყოფებოდნენ პროექტის ავტორები გერმანიიდან. კულტურის სამინისტროსა და დიასპორის წარმომადგენლები, ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები, ინტელიგენციის წარმომადგენლები.
რამდენიმე წლის წინ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სტუმრად იმყოფებოდნენ გერმენულ-ქართული საზოგადოება „ კოლხისი“-ს წარმომადგენლები. რომლებიც გაეცნენ მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში არსებულ მდგომარეობას, ნანახიდან გამომდინარე, მათ გამოთქვეს სურვილი, დახმარება გაეწიათ წალენჯიხის მოსწავლე ახალგაზრდობისათვის და შეიმუშავეს სპეციალური პროექტი, რომლის მიხედვითაც მთლიანად მოხდა აღნიშნული სახლის კეთილმოწყობა.
აღსანიშნავია, რომ ამ საზოგადოების წევრი გახლავთ, წალენჯიხელი, ამჟამად გერმანიის მოქალაქე ქალბატონი ნანა შანავა, სწორედ მისი მონდომებითა და ძალისხმევით გახდა შესაძლებელი ამ პროექტის რეალურად განხორციელება.
ღონისძიებაზე სტუმრებთან ერთად სიტყვით გამოვიდა მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგა გულორდავა, რომელმაც პროექტის ავტორებსა და იმ ადამიანებს რომელთა მხარდაჭრითაც განხორციელდა ეს პროექტი, მადლობა გადაუხადა და მუნიციპალიტეტის სახელით, გერმანელ სტუმრებსა და ნანა შანავას საპატიო სიგელები გადასცა.
ჩამოსული სტუმრების პატივსაცემად მოსწავლე ახალგაზრდობის სახლის კეთილმოწყობილ დარბაზში მოკრძალებული საღამო გაიმართა.
აღსანიშნავია ისიც, რომ მოსწავლე ახალგაზრდობის სახლს,მეუფე ისაიამ საჩუქრად მცირედი თანხა გამოუგზავნა .

სხვა ახალი ამბები: