წალენჯიხაში “ნაციონალი” სოფლის რწმუნებულები თანამდებობას ტოვებენ

0

timthumb.phpწალენჯიხის მუნიციპალიტეტში სოფლის რწმუნებულები თანამდებობებს საკუთარი განცხადების საფუძველზე ტოვებენ. პირველი განცხადება წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სოფელ ობუჯის რწმუნებულმა გოჩა მესხიამ დაწერა და მუნიციპალიტეტის გამგებელს, გოგა გულორდავას თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით დღეს მიმართა.

საინფორმაციო სააგენტო smo.ge წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელს, გოგა გულორდავას დაუკავშირდა, რომელმაც აღნიშნული ფაქტი დაადასტურა და იქვე დასძინა, რომ მის განცხადებას უახლოეს დღეებში დააკმაყოფილებენ.

ცნობისათვის, სოფელ ობუჯის გამგებელი გოჩა მესხია “ერთიანი ნაციონალური” მოძრაობის წევრია და ის წლების განმავლობაში სააკაშვილის ხელისუფლებას ერთგულად ემსახურებოდა. smo.ge-ს ინფორმაციით, უახლოეს მომავალში წალენჯიხაში თანამდებობიდან გათავისუფლების მოთხოვნით სხვა სოფლის რწმუნებულებიც აპირებენ განცხადების დაწერას.

სხვა ახალი ამბები: