წალენჯიხაში უკიდურესად გაჭირვებულ 14 ოჯახს დროებით სარგებლობაში ხის კოტეჯები გადაეცათ

0

10580731_728715220554183_4351649647356535333_oწალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლის, გოგა გულორდავას ინიციატივით, დღეს 15 ნოემბერს, უკიდურესად გაჭირვებულ 14 ოჯახს დროებით სარგებლობაში 2 წლის ვადით, გადაეცა მუნიციპალიტეტის სარგებლობაში არსებული ხის კოტეჯები.

ხის კოტეჯების გადაცემის პროცესს ესწრებოდნენ და პირადად შეხვდნენ სოციალურად დაუცველებს მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგა გულორდავა, საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია, გამგებლის მოადგილე გიორგი ლუკავა და ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი ხვიჩა მებონია.

სხვა ახალი ამბები: