წალენჯიხაში შოთა მალაშხიას თანასოფლელები უპირისპირდებიან

0

998422_376435182478741_1138881302_nწალენჯიხის რაიონის სოფელ ნაკიფუს მოსახლეობა სამეგრელოში წინასაარჩევნო პრაიმერის დღეს “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთ კანდიდატს შოთა მალაშხიას არ შემოუშვებს. ასეთი სახის განცხადება სოფლის მოსახლეობამ საინფორმაციო სააგენტო smo.ge-სთან საუბრისას გააკეთა.

“მიუხედავად იმისა, რომ შოთა მალაშხია ჩვენს თანასოფლელად ითვლება, რადგანაც აქ, ამ სოფელში დაიბადა, ჩვენ მას სამეგრელოში ფეხს არ დავადგმევინებთ. მან სოფლის კუთვნილი მიწები მოსახლეობას წაართვა და უსინდისოდ გაყიდა. კიდევ რა პრეზიდენტობა აუტყდა? ან რისი გამკეთებელია შოთა მალაშხია? ცხრა წელი ხელისუფლებაში იყო და ერთი რამ თუ გაუკეთებია საკუთარი სოფლისთვის. ზუსტად ცხრა წელია ადგილობრივი მოსახლეობა უგზობით იტანჯება. ორი წლის წინ ვითომმოასფალტება გააკეთეს და ორ დღეში ისევ განადგურდა, რადგან უხარისხოდ გააკეთეს. მოვიდა და ნახა საერთოდ რა დღეში ვართ? კიდევ რას ითხოვს სამეგრელოსგან?”-აცხადებენ სოფელ ნაკიფუსმაცხოვრებლები.

გარდა უგზობისა ადგილობრივი მოსახლეობა ჯერ კიდევ გამრიცხველიანების გარეშე ცხოვრობს. მიუხედავად მრავალგზის თხოვნისა, მათ ყურადღებას არავინ აქცევს.

995400_376434815812111_1771911601_n“გამრიცხველიანება ყველგან გაკეთდა თითქმის გარდა ჩვენი სოფლისა, არადა ამას სამ წელზე მეტია ვითხოვთ. დაუსაქმებელია მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი. ერთი ჩაის ფაბრიკა გვქონდა თემში და ისიც ძირფესვიანად გაგვიყიდა ზაზა გოროზიამ. იმ ბიზნესმენმა ვისაც ფაბრიკა კარკასიანად მიყიდა აიღო და ფოთში დადგა თავის ინვენტარებიანად.”-აცხადებენ ნაკიფუელები.

ადგილობრივ მოსახლეობას, რომელიც უკმაყოფილების გამოსახატავად ქუჩაში გამოვიდა “ქართული ოცნების” წალენჯიხის ორგანიზაციის თავმჯდომარე ბერდია კალანდია შეხვდა. პარტიის ლიდერს ადგილობრივი მოსახლეობა სთხოვდა მათი პრობლემები პრემიერ-მინისტრისთვის გაეცნოთ.

“ჩვენ ბიძინა ივანიშვილის იმედი გვაქვს. ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ ის დაგვეხმარება და ჩვენს ყოფით პრობლემებს მოგვიხსნის”-აცხადებენ ისინი.

156525_506142722754158_617065110_n“ჩვენ მზად ვართ მოსახლეობას შეძლებისდაგვარად დახმარება გავუწიოთ და ყურადღება მივაქციოთ. გარდა ამისა დღეს ჩვენ ადგილობრივ მოსახლეობას გავაცანით “ქართული ოცნების” სამომავლო გეგმები.ვესაუბრეთ სოფლის პროგრამის განვითარებაზე, საყოველთაო დაზღვევასა და უფასო სასკოლო სახელმძღვანელოებზე”-განაცხადა smo.ge-სთან საუბარში პარტიის ლიდერმა ბერდია კალანდიამ.

“ქართული ოცნების” წალენჯიხის ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ნაკიფუს მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ მორიგი სამუშაო შეხვედრები გამართეს წალენჯიხის კიდევ ორ სოფელში მედანსა და ობუჯში.

სხვა ახალი ამბები: