წალენჯიხაში წარსულის აჩრდილები დადიან

2

249431_191838184197826_6497414_nწალენჯიხის რაიონის “კუდ”-ის ყოფილ უფროს ზაალ ღურწკაიასთან დაკავშირებით საინფორმაციო სააგენტო smo.ge-მ ახალი კომპრომატები გამოკვეთა, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში “ნაციონალური მოძრაობის” სასარგებლოდ ყველაფერს აკეთებდა. ახალი დეტალები ამასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალები მშვიდობისათვის” ლიდერმა ლალი ანთიამ საკუთარი წყაროებიდან მოიპოვა.

არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერის განცხადებით ზაალ ღურწკაიას მარჯვენა ხელმა, ლიის თემის რწმუნებულმა შექმნა სპეციალური ჯგუფი, რომელსაც  1 ოქტომბრის არჩევნებამდე “ქართული ოცნების” წინააღმდეგ უნდა ემუშავა. მათი ძირითადი დავალება იყო დაეშალათ “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო შეხვედრები და ქვები დაეშინათ შეხვედრის მონაწილეებისთვის. ამ ჯგუფს წალენჯიხაში “ქვის მსროლელთა ჯგუფი” შეარქვეს. ჯგუფი “ქართული ოცნების” წინააღმდეგ გამოდიოდა, თუმცა ხელს უწყობდა ლევან ქარდავას წინასაარჩევნო შტაბს.

გამოკითხვა, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციამ წალენჯიხის რაიონის სოფელ ლიასა და ნაგურუში ჩაატარა ამ და სხვა ფაქტებზე მეტყველებს. არასამთავრობო ორგანიზაციის ლიდერი ლალი ანთიას განცხადებით ამ სოფლებში წინასაარჩევნოდ ენით აუღწერელი ფაქტები ხდებოდა, რომელიც დროდადრო და დეტალურად საჯარო და ხელმისაწვდომი გახდება.

“ზაალ ღურწკაიას მარჯვენა ხელმა ბესო ხარჩილავამ კოალიციის ერთ-ერთ აქტივისტს მანქანიდან გადმოსძახა, ნეტავ რა “იხმარს” ამდენ მამაკაცებსო. ამ მამაკაცების ცოლებს კი გაუპატიურებითა და ფულების შეწერვით აშინებდნენ, თავად ქალბატონებს კი მათი მეუღლეების “გაპეტუხებით” (ასე მიმართავდნენ მათ).

არჩევნების პერიოდში წალენჯიხის პოლიციის თანამშრომლებმა არჩევნებამდე, წინა ღამეს სოფელ ნაგურუს მოსახლეობას ურეკავდნენ და ამ გზით აშინებდნენ, არ გასულიყვნენ არჩევნებზე ან ცუდად დამთავრდებოდა მათი საქმე. ნაგურუს უბნის კომისიის წევრს კოალიციიდან დაურეკეს არჩევნების დღეს და უთხრეს შენი სახლი იწვის და მიხედეო. ის ქალბატონი შეშინდა და საკუთარი სახლისკენ გაიქცა. ნახა რომ კარებთან სახანძროს მანქანა იდგა, თუმცა სახლი არ იწვოდა. ეს ყველაფერი კეთდებოდა იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესი ჩაეშალათ.”-აცხადებს არასამთავრობოს ლიდერი.

წალენჯიხის ცენტრში არჩევნების დღეს ღურწკაიას დავალებით “ნაციონალურმა მოძრაობამ” სუპერმარკეტ “დემოს” ტონანახევარი არაყი შეუკვეთა. როგორც ცნობილი ხდება ეს არაყი უნდა გადანაწილებულიყო წალენჯიხის 14 სოფელსა და ქალაქში, რათა წინასწარ დაქირავებული პირებისთვის მიეცათ და ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ პირებს მოეხდინათ არევდარევა და ალიაქოთი საარჩევნო უბნებში. სუპერმარკეტი “დემო” წალენჯიხაში ადგილობრივი მეწარმეების, ჯანჯღავების კუთვნილებაა.

არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მოპოვებული მასალების შესაბამისად წალენჯიხის რაიონს ფაქტიურად “კუდ”-ის უფროსი ზაალ ღურწკაია მართავდა. გამგებელი და საკრებულოს თავმჯდომარე მის ქვეშევდრომებად ითვლებოდნენ და ისინიც, როგორც სხვა საჯარო პირები, მის უშუალო განკარგულებებს უპირობოდ ასრულებდნენ.

“ზაალ ღურწკაია ფულებს აწერდა ადგილობრივ ბიზნესმენებს: კვარაცხელიებს, შანავებს, აბულაძეებს და სხვებს. ყოველივე ამას ის ვინმე გონერ ჭანიას მეშვეობით აგვარებდა. ღურწკაიას მცდელობა ჰქონდა შ.პ.ს “წალენჯიხის საგზაო სამსახურისთვის” შეეწერა თანხები, თუმცა ეს ნაკლებად გამოუვიდა. შ.პ.ს-ს ხელმძღვანელმა ოდიკ ღვინჯილიამ ღურწკაიას ამის საშუალება არ მისცა. გაბრაზებულმა “კუდ”-ის უფროსმა სანაცვლოდ მას ფინანსური პოლიცია შეუგზავნა, საბოლოოდ გააკოტრა აღნიშნული შ.პ.ს და როგორც მეწარმე გაანადგურა. მართალია ამ შ.პ.ს-ს არ აღმოაჩნდა არანაირი დარღვევები თუმცა ღურწკაიამ მაინც მოახერხა მისი გაკოტრება. ღვინჯილია წალენჯიხაში დადებით ადამიანად და კუთხის პატრიოტად სახელდება. როგორც გამოკითხვებიდან ირკვევა, ეს ადამიანი არის თავისი რაიონისა და ხალხის მიმართ უსაზღვროდ შეყვარებული. სწორედ მას უნდა ეყარა კენჭი წალენჯიხის მაჟორიტარად, თუმცა ზაალ ღურწკაიამ არც ამის საშუალება მისცა. არ მისცა, რადგან იცოდა ღურწკაიამ, რომ მას ხალხი გვერდით დაუდგებოდა და ამანაც შეაშინა”-აცხადებს ანთია.

არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალები მშვიდობისათვის” ლიდერს კიდევ ერთი ფაქტი აქვს, რომლის მიხედვითაც ისევ სამსახურებში დაბრუნებას ცდილობენ წალენჯიხის პოლიციის ყოფილი შეფი გოჩა გოგოხია და მისი მოადგილე რუსლან აბულაძე.

“ისინი დოკუმენტაციას აგროვებენ, რათა მათი რეინკარნაცია მოხდეს. საამისოდ კი ხალხში დადიან კარდაკარ და ეხვეწებიან, რომ მათზე ცუდი არ თქვან. არადა ეს ის ხალხია, რომლებმაც კოალიცია “ქართული ოცნების” წევრების მიერ გამართული აქცია დაარბიეს. ციხის ცნობილ კადრებთან დაკავშირებით მოწყობილ  აქციაზე მონაწილეებს მანქანებს აჯახებდნენ. სწორედ ეს გოგოხია, აბულაძე და ღურწკაია იყვნენ ამის ორგანიზატორებიც და შემსრულებლებიც. სწორედ ეს პირები ემუქრებოდნენ სასულიერო პირებს 1 ოქტომბრის შემდეგ გაპარსვით. ამის მიზეზი კი ის იყო, რომ თითქმის ყველა საარჩევნო უბანში სასულიერო პირები იდგნენ და იცავდნენ საარჩევნო უბნებს “ნაც-ზონდერებისგან”. გამოკითხულთაგან ერთ-ერთმა  ადამიანმა იცით რა მითხრა პირად საუბრებში? შეგვეხვეწნენ სახელი და გვარები არ ახსენოთ ჩვენიო. ეშინია კიდევ ხალხს, რადგან ამბობენ თვალსაც არ დაახამხამებს ღურწკაია და ისე ამოგვწყვიტავს ყველასო. ის გალელია და დაჰკრავს მერე ფეხს და გალში მიიმალებაო. ასევე აცხადებენ წალენჯიხაში, რომ საკრებულოშიც ჰყავს დასაყრდენების და ფავორიტებიცო. ამას ვადგენთ და ამ კავშირებზეც აუცილებლად ვიტყვით საჯაროდ. ასე, რომ ფრთხილად, ზაალ ღურწკაიას თაყვანისმცემლებო!-აცხადებს ლალი ანთია.

სხვა ახალი ამბები: