წალენჯიხაში ხალხი კლუბს ითხოვს, საკრებულოს თავმჯდომარე კი სასტუმროს

1

KONICA MINOLTA DIGITAL CAMERA“ჩვენ, წალენჯიხელებს გვინდა, რომ გარემონტდეს წალენჯიხის კლუბი, თუმცა ჩვენს ნებას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ბელქანია ეწინააღმდეგება”-აცხადებს სამოქალაქო საზოგადოება “წალენჯიხა და წალენჯიხელების” ერთ-ერთი წევრი, რომელიც დავით ბელქანიასთან შეხვედრას მასთან კაბინეტში დაესწრო. სამოქალაქო საზოგადოების წევრები აპროტესტებენ საკრებულოს თავმჯდომარის საქმისადმი უდიერ მიდგომას და აცხადებენ, რომ წალენჯიხის კლუბის სანაცვლოდ ფეშენებელური სასტუმროს აშენებას ნამდვილად არ დაუშვებენ მხოლოდ იმიტომ, რომ საკრებულოს თავმჯდომარემ ამით ხელები არ მოითბოს.

სარწმუნო წყაროს ინფორმაციით, წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარე სამჯერ შეხვდა ადგილობრივ ბიზნესმენს შოთა ჯანჯღავას, რომელიც რუსეთიდან წალენჯიხაში მეორე წელია დაბრუნდა. ადგილობრივების განცხადებით ჯანჯღავას წალენჯიხაში თავისი ბიზნეს საქმიანობა უკვე აქვს წამოწყებული, თუმცა სამომავლოდ მას ფეშენებელური სასტუმროს აშენება აქვს მიზნად დასახული. ბელქანიას და ჯანჯღავას პირველი შეხვედრის მიზეზი სწორედ ეს გახდა, თუმცა წყაროს ინფორმაციით  პირველ შეხვედრაზე საკრებულოს თავმჯდომარემ მას მტკიცე უარი განუცხადა. განაწყენებულმა ბიზნესმენმა უარის შემთხვევაში თავისი სურვილის ასრულება ზუგდიდში გადაწყვიტა, თუმცა წალენჯიხის საკრებულოს თავმჯდომარემ შემთხვევა ხელიდან არ გაუშვა და მორიგ შეხვედრებზე ჯანჯღავას ბიზნესპარტნიორობაზეც კი მზადყოფნა გამოთქვა.მათი სავარაუდო გადაწყვეტილებით სასტუმრო წალენჯიხაში სწორედ იმ ადგილას უნდა აშენებულიყო, სადაც ამჟამად რაიონის კლუბი მდებარეობს.

ამის წინააღმდეგ წალენჯიხელთა უმრავლესობა გამოდის, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოება “წალენჯიხა და წალენჯიხელები”, რომლებმაც საკრებულოს თავმჯდომარესთან აღნიშნული ფაქტი გააპროტესტეს. დავით ბელქანიამ სასტუმროს არსებიობა უფრო პრიორიტეტულად მიიჩნია ვიდრე კლუბის და სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან განაცხადა, თუ ვინმეს მოუნდება კულტურული ღონისძიებების ნახვა, მაშინ მიბრძანდეს ზუგდიდში იქ ნახოს ღონისძიებებიო.დავით ბელქანიას სწორედ ამ ფრაზამ გამოიწვია საზოგადოების პროტესტი, თუმცა გადაწყვეტით არაფერი გადაწყვეტილა.

“ჩვენთან იქნება ერთი სასტუმრო, რომელსაც ადგილობრივი ბიზნესმენი ოდიკ ღვინჯილია ააშენებს. ამჟამად მის მიერ ამოსყიდულ სასტუმროში დევნილები ცხოვრობენ, თუმცა სასტუმრო წალენჯიხას მალე ექნება. არ გვჭირდება ორი სასტუმრო, ერთიც გვეყოფა. ჩვენ კლუბიც გვინდა და კულტურული ცხოვრებაც. ჩვენი მოთხოვნაა რემონტი გაუკეთდეს კლუბს და მორჩეს ბიზნესგარიგებები წალენჯიხაში. დროა ამის დრო დასრულდეს”-აცხადებენ წალენჯიხელები.

სხვა ახალი ამბები: