წალენჯიხაში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი დაფიქსირდა

0

1423224460433166-636x395გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამსახურის თანამშრომლებმა წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

დაბა ჯვარში მოქალაქე სატვირთო ავტომანქანით წიფელის ჯიშის 21 ცალი მორის ტრანსპორტირებას ახდენდა. გარემოსთვის მიყენებული ზიანი 2 ათას 200 ლარამდეა.

ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს. მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნება საოლქო პროკურატურას.

სხვა ახალი ამბები: