წალენჯიხაში 18 წლის მიშიკო შანავა საკუთარ ეზოში ჩამომხრჩვალი იპოვეს

0

10270798_779976908702912_2281096922615820843_n (1)წალენჯიხის რაიონის ქვედა მაზანდარის უბანში, დილის საათებში 18 წლის მიშიკო შანავა საკუთარ ეზოში ჩამომხვრჩვალი იპოვეს. თვითმკვლელობის მიზეზი ჯერჯერობით დაუდგენელია. მეზობლები და ახლობლები თვითმკვლელობის ვერსიებზე ვერ საუბრობენ. ისინი smo.ge-სთან საუბარში აღნიშნავენ, რომ მიშიკო შანავას საამისოდ არანაირი მიზეზი არ ჰქონდა.

“მთელი უბანი შოკშია ამ მოულოდნელობისგან. ეს მართლა ენით აუღწერელი ტრაგედიაა. მას არ ჰქონდა არანაირი მიზეზი, რომ ასეთი რამ გაეკეთებინა და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინა. არ ვიცით რა მოხდა და რატომ ჩაიდინა მიშიკომ ეს”-აცხადებენ მეზობლები.

შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ შსს წალენჯიხის სამმართველოს საგამოძიებო ჯგუფი და კრიმინალისტები. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

სხვა ახალი ამბები: