წალენჯიხაში 9 აპრილის გმირებს პატივი მიაგეს

0

10854287_812184525540585_3104184730478828646_o1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა არმიის ნაწილებმა დილის 4 საათზე მთავრობის სახლის წინ მომიტინგეები დაარბიეს. ოფიციალური მონაცემებით, მანიფესტაციის დაშლის დროს 16 ადამიანი ადგილზე დაიღუპა. მათ შორის 14 ქალი იყო, ერთი მათგანი – ორსული. ბარბაროსულად მოკლულთა შორის კი ყველაზე ახალგაზრდა 16 წლის გოგონა.

9 აპრილი, საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის მიღების დღედ გამოცხადდა. სწორედ ამ დღესთან დაკავშირებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებელი გოგა გულორდავა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თემურ ღვინჯილია და კულტურის ცენტრის მუშაკები 9 აპრილის ხეივანში იმყოფებოდნენ, სადაც პატივი მიაგეს გარდაცვლილთა ხსოვნას.