წალენჯიხელებმა პრემიერს საჩუქრად ყველისაგან დამზადებული ბეჭერია და ყანწები გადასცეს

0

10731051_713243638768008_2110966986080432286_nსენაკში “ეგრისობის” დღესასწაულზე წარმოაჩინეს სამეგრელო–ზემო სვანეთის მხარის ღირსშესანიშნაობები. სახალხო დღესასწაული 26 წელია არ აღინიშნულა. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ხალხს მიმართა და მიულოცა 26 წლიანი ინტერვალის შემდეგ ამ უმნიშვნელოვანესი სახალხო დღესასწაულის აღდგენა, რომელიც ერთგვარი სიმბოლოა საქართველოს ერთიანობისა. მან განაცხადა, რომ იგი ყოველწლიურად უფრო და უფრო დიდი მასშტაბებით გაიმართება.

დღესასწაულზე სამეგრელოს რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტმა მიიღო აქტიური მონაწილეობა. მათ შორის იყო წალენჯიხის მუნიციპალიტეტიც. წალენჯიხელების მიერ “ეგრისობაზე” სპეციალურად დადგმული მეგრული ჯარგვალი მნახველს გემრიელი კერძებითა და სტუმარმასპინძლობით იზიდავდა. პრემიერ-მინისტრმა წალენჯიხელებისაგან სიმბოლური საჩუქარი, ყველისაგან დამზადებული ბეჭერია და ყანწები მიიღო.

სხვა ახალი ამბები: